ვლადიმირ პუტინი არცთუ ისე დიდი ხნის წინ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ისეთი გულმხურვალე ქომაგი იყო, რომ ყირიმის გამო რუსეთ-უკრაინის შესაძლო კონფლიქტის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვაც კი აღიზიანებდა.
ქალაქის მერს საკრებულოს შენობასთან აქციით შეხვდნენ გარემოსა და ცხოველთა უფლებების დამცველები.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ვრცელი საანგარიშო მოხსენებით წარდგა.
„ეს შენ გეხებაში“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები 2014 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.
გაეროს ბოლო მონაცემებით, 25 ათასზე მეტი უცხოელი იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ყაიდისა“ და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებში. მათ რიგებში რაოდენობრივად მცირედ, მაგრამ მცირერიცხოვანი ქვეყნის პირობაზე თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი საქართველოც.
ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი აცხადებს, რომ მან პრეზიდენტის რეზიდენციის - პრაღის კოშკის - კარი „დაუხურა“ აშშ-ის ელჩს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მარტის თვეში გაცემული განკარგულების თანახმად, 1 აპრილიდან საწვავის ლიმიტი შემცირდა და ადმინისტრაციულმა და საოფისე დანახარჯებმა მოიკლო ქუთაისის თვითმმართველობაში.
ქალაქახალციხის საკრებულოში ,,ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა გოგოლაძის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე აღდგენის პროცესს ხმაური მოჰყვა.
საქართველოს მთავრობის მიერ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის გამოცხადებიდან დიდი დრო არ გასულა და ლაგოდეხში სააღდგომოდ პრემიების დარიგება გადაწყვიტეს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში მუშავდება საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი, რომელიც იქნება დეპუტატის ქცევის ერთგვარი შეფასებითი დოკუმენტი.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ განსხვავებულად აფასებენ ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელსაც თეირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანმა და „ექვსეულმა“ 2 აპრილს ლოზანაში მოაწერეს ხელი.
გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ სამოქალაქო მოსმენა გაიმართა.
ჩამოტვირთე მეტი