მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სხვადასხვა ეტაპზე, დაგვიანებულმა რეაგირებამ განაპირობა - ასკვნის ადამიანის უფლებათა ცენტრი. ახალი ანალიტიკური დოკუმენტი ასახავს პრობლემების მთელ ჯაჭვს, რომელზეც პატიმარი ექსპრეზიდენტის ადვოკატები თუ მხარდამჭერები გამუდმებით ლაპარაკობდნენ.
21 სექტემბრის მერე, რუსეთში თითქმის 20 რეზერვისტი დაიღუპა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ძირითადად გულის შეტევას, სუიციდს ან ნარკოტიკებით ზედოზირებას ასახელებენ. მაგრამ ბევრს სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობა.
საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება კვლავ არ გაუკეთებია რუსეთის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ყირიმის ხიდზე აფეთქებულ სატვირთო ავტომანქანას ბულგარეთიდან საქართველოში შემოსული და სომხეთში განბაჟებული ტვირთი გადაჰქონდა.
გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს? ეს დღეს ბევრს აღელვებს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ.
სოფია გამორიცხავს ნებისმიერ მონაწილეობას კრემლის სცენარში, რომლის მიხედვით, ყირიმის ხიდზე აფეთქებულ სატვირთო ავტომანქანას ბულგარეთიდან საქართველოში შემოსული და სომხეთში განბაჟებული ტვირთი გადაჰქონდა. კიევმა აფეთქებაში კრემლის შიდა დაპირისპირებების კვალზე დაიწყო საუბარი.
რუსეთის საავიაციო და სარაკეტო იერიშების ფონზე, უკრაინა იძულებულია, დაზოგოს გამომუშავებული ელექტროენერგია და იგი მთლიანად საკუთარი ენერგოსისტემის სტაბილურობას მოახმაროს.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა(ФСБ) ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარზე კონტროლი შეარბილა. სპეცსამსახურების ბრძანებით, სასაზღვრო ზონისგან გამოყოფილია ტერიტორია, სადაც ისტორიული ობიექტებია განლაგებული. მათი მონახულება შეუთანხმებლადაა შესაძლებელი.
პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნები მოხალისეთა ჯგუფებში ერთიანდებიან. ისინი ცდილობენ დაეხმარონ ჩეჩნებსა და ჩრდილოკავკასიელებს, რომლებიც რუსეთის მიერ გამოცხადებული მობილიზაციისგან გამორბიან. „კავკაზ რეალიის“ კორესპონდენტი გაესაუბრა ადამიანებს, რომლებმაც საზღვრის გადმოკვეთა მოახერხეს.
ჩამოტვირთე მეტი