"არსებითად, საუბარი იმაზეა, გაიმარჯვებს თუ არა ძალა სამართლიანობაზე, შეძლებს თუ არა პუტინი დროის უკან დაბრუნებას, XIX საუკუნის "იმპერიული" პოლიტიკის ეპოქაში, ან ჩვენ თუ შევძლებთ ვიპოვოთ ჩვენს თავში ძალა და თავისი ადგილი მივუჩინოთ ომის ისეთ გამჩაღებლებს, როგორიც პუტინია".
2006 წლის 22 იანვარს, გამთენიისას, 02:55 სთ-ზე, რუსეთის ტერიტორიაზე, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მახლობლად „უცნობმა პირებმა“ ააფეთქეს როგორც 1200-მმ-იანი ძირითადი გაზსადენი, რომლითაც საქართველოს ბუნებრივი აირი მიეწოდებოდა რუსეთიდან.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. დღეს, 25 ოქტომბერს დეპუტატებმა პირველ სამეულს მოუსმინეს.
პრეზიდენტი ზელენსკი მოელის, რომ მომავალი ზამთარი უკრაინის ისტორიაში „ყველაზე რთული“ იქნება. რუსეთის შეჭრისა და მრავალთვიანი ბრძოლების შემდეგ, პირველი ზამთრის გადატანა უკრაინელებს, შესაძლოა, უშუქოდ, უწყლოდ და სიცივეში მოუწიოთ. საჯარო დისკუსიებში ჩანს, რომ, გასამარჯვებლად, ხალხი ამისთვის მზად არის.
ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს მოსამართლეთა XXXI კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრის ვაკანტურ პოზიციაზე 23 ოქტომბერს აირჩია. სხვა მოსამართლეებს ამ პოსტზე კანდიდატურა არ დაუყენებიათ. უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი უწყებაა.
რადიო თავისუფლება პიტერ პომერანცევს თანამედროვე რუსეთის ნამდვილ და შეუძლებელ ამბებზე, მათ შორის რუსულ კოლონიალიზმზე ესაუბრა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე ეწვია. ბაქოსა და ერევანს შორის გართულებული სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, ბოლო თვეებში დაიძაბა ურთიერთობები აზერბაიჯანსა და ირანს შორისაც.
რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, სატელეფონო საუბარი, რომ იტყვიან, დამთავრებული არ ჰქონდა, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა აშკარა სიცრუე უწოდეს რუსეთის განცხადებას.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, რიში სუნაკი კონსერვატორული პარტიის თავმჯდომარე და პრემიერი მეორე ცდით ხდება.
თუ აქამდე მხოლოდ საფუძვლიანი ვარაუდი არსებობდა, ამჯერად უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას ეჭვი აღარ ეპარება ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის განმეორებითი შეტევის სამზადისზე, რომლის საფრთხეს უკრაინის გენერალური შტაბი „გაზრდილს“ უწოდებს.
ჩამოტვირთე მეტი