ქართული საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში ბაყაყი გაჩნდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ბაყაყის შესყიდვის ინტერესი არსებობს. აჭარასა და გურიაში უკვე არსებობს ბაყაყების მოსაშენებელი მეურნეობებიც.
თუ „უოტერგეიტი“ თავის დროზე, 1974 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა, „ყაზახგეიტის“ შემთხვევაში საქმე ასეთ დრამატულ შედეგებამდე არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ „ყაზახგეიტის“ კვალიც პრეზიდენტამდე მიდის - ყაზახეთის პრეზიდენტამდე.
2010 წლის საპრივატიზაციო გეგმის შესრულება ეჭვქვეშ დგება. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის 6 თვეში პრივატიზაციიდან მხოლოდ 36 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდა. პრივატიზაციის გეგმა კი 170 მილიონია და 6 თვეში 134 მილიონის ამოღება უნდა მოხერხდეს.
რუსეთის გადაწყვეტილებამ ხორბლის ექსპორტის დროებით - 15 აგვისტოდან 31 სექტემბრამდე შეწყვეტის შესახებ მსოფლიო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. სექტემბრის ბოლომდე საქართველოში ფქვილის მარაგები არსებობს.
მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენციას ძლიერი იმპულსი შესძინა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ, დროებით შეაჩეროს ხორბლის ექსპორტი. მოსკოვმა ყაზახეთსა და ბელორუსიასაც მოუწოდა, მიბაძონ მის მაგალითს და შეაჩერონ ხორბლის საზღვარგარეთ გატანა.
რუსეთმა ხორბლის ექსპორტი 31 დეკემბრამდე აკრძალა. გაეროს შეფასებით, რუსეთსა და ხორბლის ექსპორტიორ სხვა ქვეყნებში გვალვის მიუხედავად, ხორბლის მსოფლიო ბაზარი ამჟამად უფრო დაბალანსებულია, ვიდრე 2007-2008 წლების კრიზისის პერიოდში იყო.
გარემოს დაცვის სამინისტროს წინაშე სამი საკითხია გადასაჭრელი: ხანძარმა მოსახლეობას საფრთხე არ შეუქმნას, ცეცხლი ნაკრძალზე არ გავრცელდეს და მისი ლიკვიდაცია მოხდეს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე ამინდის გაუარესება უკვე აისახა საკვები პროდუქტის ფასებზე, მათი არნახული გაძვირება და, ზოგიერთ შემთხვევაში, დეფიციტიც გამოიწვია. ფასების მატების ტემპებმა უკვე გაჭენებული ხასიათი მიიღო.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და მუშაობის დაწყება სატრანზიტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა გარშემოც ბაქომ და თბილისმა დაჩქარებული ტემპებით დაიწყეს ერთობლივი მუშაობა.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მობილური კავშირგაბმულობის ტარიფების შემცირებას ელის. 1 აგვისტოდან მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი 8 თეთრით განისაზღვრა - მოქმედ ტარიფთან -14,8 თეთრთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლები.
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა საქართველოსთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფა განვითარების პოლიტიკის ღონისძიებათა მეორე პაკეტის ფარგლებში.
ბორჯომის ხეობაში ხანძრის სამი მწვავე კერა ისევ რჩება, რის გამოც ძირითადი მუშაობა მთის წვერზე მიმდინარეობს. მდგომარეობა კონტროლირებადია, თუმცა პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ხანძრის ჩაქრობაში 200-მდე მოხალისე, 11 სახანძრო ეკიპაჟი და 4 ვერტმფრენი მონაწილეობს.
ჩამოტვირთე მეტი