ნაიმის თქმით, კატარი და ვენესუელაც დათანხმდნენ, მონაწილეობა მიიღონ პროდუქციის გაყინვაში. ირანი კი წარმოების მკვეთრად გაზრდას აპირებს.
საერთაშორისო წყაროებიდან ფინანსების შემოდინება ყოველთვიურად მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხვდება, რაც სულაც არ არის გასაკვირი.
საქართველოში, ყველა კვლევით, უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ ფონზე, ერთი შეხედვით, პარადოქსულია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ბაზრის კომპონენტის კვლევის ერთ-ერთი შედეგი.
გასული სამუშაო კვირა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებით იყო დატვირთული. ეს განსაკუთრებით შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობის ასპექტებს.
მთავრობამ გადაწყვიტა მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადავიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოგების გადასახადი არ დაიბეგრება, თუ ის ბიზნესის განვითარებას მოხმარდება.
მეწარმე, რომელიც კომპანიის მოგებას თავად კი არ დაიტოვებს, არამედ ისევ კომპანიის შიგნით ინვესტირებისთვის გამოიყენებს, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება.
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააუქმოს ირანისთვის სავიზო რეჟიმი. მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორდინარული პასპორტის მფლობელებს საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან ვიზის გარეშე 45 დღემდე ყოფნის უფლებით სარგებლობა შეეძლებათ.
საქართველოსა და ირანს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბუნებრივი აირის საკმარისი მოცულობით მოწოდების შესახებ როგორც შიდა მოხმარების, ისე ტრანზიტისთვის.
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია ხელისუფლების ახალი ინიციატივა მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით: სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სხვა პირის უფლება არ დგინდება.
10 თებერვალს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ბექა ირემაშვილი, რომელიც ველოსპორტით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ველოტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და მის ირგვლივ თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, შესაძლოა, იდეის მრავალწლიანი მოთელვისა და სახელწოდებების ცვლის შემდეგ, რეალობად იქცეს
ჩამოტვირთე მეტი