საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს ჯინის კოეფიციენტი (სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი) 40 ნიშნულზეა. 2015 წელთან შედარებით, ნიშნული 0,1-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შემოსავლების მიხედვით, სოციალური უთანასწორობა საქართველოში გაზრდილია.
2017 წლის 26 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ეროვნულ ვალუტა ლარში გაცემული სესხების რაოდენობა იმატებს, რაც ხელისუფლების მიერ ლარიზაციის პროექტის განხორციელებისა და 100 000 ლარამდე კრედიტის ლარში აღების ვალდებულების ლოგიკური შედეგია.
რას გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა (DCFTA) და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული პროდუქტი, რომ ის ევროპის ბაზარზე მოხვდეს, მეგრელ მეწარმეებსა და ფერმერებს ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართა, ორგანიზაცია გაუწია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ევროპულმა პროექტმა „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“.
დღეს საქართველოში საკმაოდ აქტუალურია სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის იდეა და ხელისუფლების ეკონომიკური გადაწყვეტილებების საკმაოდ დიდი ნაწილიც, მათ შორის - გადასახადების შესაძლო ზრდის მიმართულებით, ამ მიზანს ემსახურება.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის პირველი ხუთი თვის მაჩვენებლები თითქმის იგივეა, რაც იყო 2013 წელს. ასეთ სურათს იძლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
მთავრობას ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.
ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზის - ძირითადად ქაფშიისა და თევზის პროდუქტების - შეტანა. მატყლის, ტყავისა და თაფლის შემდეგ, ქართული ზღვის თევზი მეოთხე ცხოველური პროდუქტია, რომელიც საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე გავა.
ამ დღეებში უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის მზარდი საექსპორტო გაყიდვებით ხასიათდება. ექსპორტი ამ ბაზარზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის თითქმის მესამედს იკავებს.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, მატყლისა და თაფლის შემდეგ, ქართული ზღვის თევზი მესამე ცხოველური პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავა.
2017 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8,3 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი 5,6 პროცენტით გაიზარდა.
21 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაკა ჭითანავა, ეკონომისტი, ISET კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი.
საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს, რა ადგილი უჭირავს საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსში, რადგან ამით წარმოდგენა ექმნება მის ადგილზე, ზოგადად, მსოფლიოში
ჩამოტვირთე მეტი