„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლებას 11 რჩევას აძლევს და პასუხს ელის. არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ ბოლო თვეების მოვლენებმა - მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებმა - აჩვენა, რომ საქართველოში სისტემური პრობლემებია.
რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? ის, რომ რეალობა არ იცვლება, არის თუ არა ხელისუფლების უძლურების ბრალი? და ამ ფონზე იყენებს თუ მთავრობა ეფექტიანად მის ხელთ არსებულ ბერკეტებს?
იანვრიდან ამოქმედდება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა. საპენსიო შენატანების ადმინისტრირება საპენსიო სააგენტოს ევალება. აი რა უნდა ვიცოდეთ დაგროვებითი პენსიის შესახებ?
ვაშინგტონი ირანს ადანაშაულებს ბალისტიკური რაკეტების განვითარებასა და რეგიონში იმ შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაში, რომელთაც აშშ ტერორისტულ ჯგუფებად მიიჩნევს.
"ყველა ძირითადი პარამეტრი, რომელიც უზრუნველყოფს უცხოური ვალუტის შემოდინებას ქვეყანაში, არის გაუარესებული", - ამბობს "დილის საუბრებში" პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცეპრეზიდენტი.
პირველი იანვრიდან ამოქმედდება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს პენსიისთვის თავადაც შეინახოს თანხა.
2018 წლის დასრულებამდე დასახარჯი 3 მილიარდ ლარზე მეტი დამოკლეს მახვილივით კიდია ისედაც გაუფასურებული ეროვნული ვალუტის თავზე.
მერიამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, „საქმილსადენმშენის“, თხოვნა დააკმაყოფილა და ვადა ორი თვით გაუზარდა, რადგან პროექტში გარკვეული ცვლილება შევიდა, რამაც დროისა და თანხის დამატება მოითხოვა.
"როდესაც პატარა ბაზარი ხარ, ისედაც ბევრი სირთულეებით - ოკუპაცია, მეზობლების კონფლიქტი, გაცილებით მეტი სიფრთხილე გვმართებს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას", - ამბობს გია ჯანდიერი "დილის საუბრებში".
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი. ნახანძრალ ტერიტორიაზე მოვაჭრეებს ამ დრომდე არ უშვებენ.
"საქართველოს რკინიგზა“ ხელოვნური ბარიერებით ზღუდავს კონკურენციას და ხელს უწყობს მონოპოლიის გამყარებას“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე.
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა, რომ თავად მონაწილეობდა კანაფის კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შედგენაში.
ჩამოტვირთე მეტი