პრემია და დანამატი დასაქმებული ადამიანის წახალისების მექანიზმებია და, შესაბამისად, მის გაცემაში, ზოგადად, კრიმინალური არაფერია, მათ შორის, არც საჯარო სექტორსა და საბიუჯეტო დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში, თუ მიდგომა ობიექტურია და საყოველთაო.
17 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დავით კეშელავა, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკენომიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარი.
17 იანვრიდან, ეროვნული ბანკის გათვლით, დაახლოებით, 27 ათას პირს შეეძლება 2015 წლამდე დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაცია მოახდინოს. მთავრობა შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას უზრუნველყოფს.
ახალი აქციზები ნავთობპროდუქტებზე, მანქანებსა და სიგარეტზე საქართველოში 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რამაც, პირველი დაკვირვებით, უკვე მოახდინა ზეგავლენა ფასების ზრდაზე საქართველოში.
16 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ თათული ჭუბაბრია, EMC-ს სოციალური პოლიტიკის მკვლევარი და ლელა გვიშიანი, EMC-ს იურისტი.
2017 წლის დადგომისთანავე საქართველოში ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ. ამ ცვლილებამ პირველი დღიდანვე ფასების ზრდა გამოიწვია.
ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დაეთანხმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა, ვიზიტორთა რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის შედეგები შეაჯამა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტის მატება აღსანიშნავია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.
6 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მერაბ ჯანიაშვილი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი.
ჩამოტვირთე მეტი