ქუთაისის ცენტრალურ აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ საკვები პროდუქტის დიდი ნაწილი იმპორტირებულია და დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების გამო ძვირდება, ეროვნული ვალუტის მცირედით გამყარება კი ფასის შემცირებას არ იწვევს.
საკრებულოს უმრავლესობამ, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურების შესახებ პირველი იანვრიდან ამოქმედებული კანონის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, ზუგდიდის მერიაში საჯარო მოხელეების ნაწილს ხელფასი გაეზარდოს.
რამდენიმე დღეა, გორში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები „სოკარჯორჯიას“ წინააღმდეგ. გორელების აზრით, მათ დეკემბერში ბუნებრივ აირზე იმაზე ორჯერ და რიგ შემთხვევაში სამჯერ მაღალი გადასახადი მიუვიდათ, ვიდრე ეს ნოემბერში იყო.
4 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე.
წინა წლებისგან განსხვავებით, 2018 წელს ქუთაისი დაუმტკიცებელი ბიუჯეტით შეხვდა. შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია, გაიზრდება თუ არა დაფინანსება და, გასული წლებისგან განსხვავებით, რომელი პროგრამებისთვის დაიხარჯება მეტი ან ნაკლები თანხა.
გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენები.
ქუთაისის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი ამ დრომდე ვერ მიიღო. ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ საკრებულოს ვადის დაცვით ორჯერ გაუგზავნეს ბიუჯეტის პროექტი, თუმცა, დაზუსტებების მიზნით, უკანვე გამოითხოვეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით, დაახლოებით 1,5 თეთრით გაიზარდა ელექტროენერგიის როგორც სამომხმარებლო, ისე კომერციული ტარიფი თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აბონენტებისათვის.
27 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარი.
26 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი.
25 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ავალიშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) პროგრამების დირექტორი.
დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომლის სიღრმე 16 მეტრი იქნება და უკვე ორი წლის შემდეგ პირველი გემების მიღებას შეძლებს.
ჩამოტვირთე მეტი