საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, საფრთხის შემცველად და მიუღებლად მიიჩნევს საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების ინტერპრეტირებას რუსეთის მხრიდან. მისი შეფსება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, ინტერვიუს, რომელიც 25 იანვარს გამოქვეყნდა გაზეთ „კომერსანტში“.