დააზარალებს ეკონომიკას; გაუძვირებს ელექტროენერგიის ტარიფს მოსახლეობას; ნენსკრა ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი გაჭირდება - ამგვარი დასკვნის შესაძლებლობას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მსოფლიო ბანკის „ფისკალური ხარჯებისა და ტარიფების ზემოქმედების შეფასება“.
იმპორტირებული ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავებმა უარყვეს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის წინადადება და აგრძელებენ გაფიცვას.
კახეთში 18 სექტემბერს სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.
როდის შეისწავლის და შეისწავლის თუ არა სახელმწიფო აუდიტის სამსახური რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. როგორც აუდიტის სამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას „საპარტნიორო ფონდს“ სამსახურისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, 1 ოქტომბრიდან აიკრძალება ავტომობილებით ხორბლის იმპორტი. 3 ათასამდე მძღოლი და ავტომობილის მფლობელი მინისტრის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
როგორ მუშაობენ კახეთის რეგიონში რძის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო ზომის საწარმოები და რამდენი მათგანი აკმაყოფილებს წარმოების უმაღლეს სტანდარტს - HACCP-ს?
ვიზიტორები კი ამბობენ, რომ ქუთაისში ძირითადად ერთი ან ორი ღამით რჩებიან და შემდეგ სხვა ადგილებში აგრძელებენ მოგზაურობას.
იგეგმება სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა, წარმოება და ექსპორტზე გატანა. სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება. ქვეყანაში კანაფის წარმოება იქნება მკაცრად რეგლამენტირებული.
ლაგოდეხში პური გაძვირდა. ამ დროისთვის პური ყველა საცხობს არ გაუძვირებია, მაგრამ ამბობენ, რომ ფასს რამდენიმე დღეში ისინიც მოუმატებენ, რადგან გაძვირებულია ფქვილი.
კახეთში რთველი დედოფლისწყაროდან დაიწყო. ამჟამად საფერავის ჯიშის ყურძენი იკრიფება. დღეისთვის 80-მდე ღვინის კომპანიაა ცნობილი, რომელმაც მოსახლეობისგან ყურძნის ჩაბარების სურვილი გამოთქვა.
„რუსეთის საწარმოები, საიდანაც დღეს ხდება საქართველოში ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი, ინსპექტირებულია სააგენტოს ინსპექტორების მიერ, რაც გამორიცხავს საქართველოში ინფექციების გავრცელების რისკს“.
ცემენტის მწარმოებლებმა გადადეს 29 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია.
ჩამოტვირთე მეტი