Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია

  • საქართველოში გამოვლინდა COVID-19-ით ინფიცირების 336840 შემთხვევა, ბოლო 24 საათში - 1071;
  • კარანტინის რეჟიმშია 308 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3270, ხოლო კოვიდსასტუმროებში - 513;
  • გამოჯანმრთელდა 317069, ბოლო 24 საათში - 680;
  • გარდაიცვალა 4602 , ოლო 24 საათში - 33;
  • ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29985 ტესტი.
14:44 14.6.2020

ამირან გამყრელიძე: 13 ახალი შემთხვევის ინფიცირების ყველა წყარო ცნობილია

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, COVID-19-ით ინფიცირებული 13-ვე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო დადგენილია.

ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 14 ივნისის დილის მონაცემებით 13-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი.

ამ დროისათვის სულ დადასტურებულია ინფიცირების 864 შემთხვევა, აქედან აქტიურია 161 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 703, ხოლო გარდაცვლილი 14 ადამიანი.

წაიკითხეთ ასევე:

გამყრელიძე: ღონისძიებების გამკაცრებაზე უნდა ვიფიქროთ მაშინ, თუ 50-70 შემთხვევა გვექნება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ზე ტესტირება 80 თანამშრომელს ჩაუტარდა, დადებითია 3

სოფელ მუშევანში დადასტურდა კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა

კოროვირუსით 13 ივნისს გარდაცვლილი მამაკაცი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო

COVID-19-ისგან საქართველოში კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 13-ით გაიზარდა

00:31 14.6.2020

საქართველოში COVID-19-ით მე-14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა მე -14 პაციენტი, 68 წლის მამაკაცი, რომელიც მძიმე მდგომარეობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ 843 პირს დაუდასტურდა, მათგან 697 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა.

12 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პირველი ივნისის შემდეგ ეს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

13:20 13.6.2020

პირდაპირი: კორონავირუსის (COVID-19) ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგი ინფექციურ საავადმყოფოსთან.

17:22 12.6.2020

საქართველოში COVID19-ის უცნობი წყაროები მრავლდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც 10 ივნისს COVID19 დაუდასტურდა, თსუ-ს კანცლერის ლაშა საღინაძის ცნობით, საპენსიო ასაკის ქალია. კანცლერი ზუსტ ასაკს არ აკონკრეტებს, თუმცა, რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ქალი 80 წლისაა. მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

წაიკითხეთ ვრცლად

წაიკითხეთ ასევე:

საქართველოსა და სომხეთის სპეციალისტებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს COVID-19-ის საკითხზე

კორონავირუსის კიდევ 6 შემთხვევა დადასტურდა

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG