Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 3 ნოემბერს


ვინ არ შედის პარლამენტში?

„ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“, პატრიოტთა ალიანსი“ - ეს იმ პარტიების ჩამონათვალია, რომლებმაც გუშინ თქვეს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.

არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები პრაქტიკულად ერთხმად აცხადებდნენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან მიიღეს განმარტება, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ხალხი წყვეტს და არა საერთაშორისო ორგანიზაციები.

ამგვარად, დღევანდელი სურათით, პარლამენტში რჩება მხოლოდ ერთი პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც 48.23% დააგროვა 31 ოქტომბრის არჩევნებში. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

როგორ დაიბრუნებს „მოპარულ არჩევნებს“ ოპოზიცია და „გაბრაზებული ხალხი“?

ოპოზიციური სპექტრი არჩევნებში მოპოვებული ხმების დაცვას, გარდა სამართლებრივი ბერკეტებისა, ქუჩის აქციებით გეგმავს. „წართმეული ხმების“ დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებს საზოგადოების ნაწილიც.

სამოქალაქო აქტივისტების დიდი ნაწილი კი სასურველი შედეგის მიღწევის მთავარ გზად, გარდა საზოგადოების აქტიურობისა და პროტესტის მუხტისა, ოპოზიციურ ერთობაში ხედავს. მათ შორისაა შოთა დიღმელაშვილი, აქტივისტი და მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი.

თუკი პროტესტი იქნება, ეს უნდა იყოს უნივერსალური და კონსენსუსის საფუძველზე დაფუძნებული, პროტესტი საყოველთაო უნდა იყოს და არა ერთი რომელიმე პარტიის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მალე ჩაქრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ამ სიტუაციაში ერთი საერთო აზრი დააფიქსირონ“, - ეუბნება შოთა დიღმელაშვილი რადიო თავისუფლებას.

წაიკითხე მეტი.

გიორგი გახარიას დაუდასტურდა კორონავირუსი ​

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.

გუშინ ქვეყანაში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 8 პაციენტი.

წაიკითხე მეტი.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

3 ნოემბერი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღია. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რესპუბლიკელების კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატების კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

საარჩევნო უბნები თბილისის დროით 4 ნოემბრის დილის 04:30-ზე დაიხურება. 93 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე მისცა ხმა ფოსტის საშუალებით.

ამ თემაზე ასევე ნახე:

გიორგი რურუას ციხეში სცემეს - დაწყებულია გამოძიება

პენიტენციური სამსახური ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიორგი რურუას საპატიმროში თავს დაესხნენ. სამსახურის განცხადებით, რურუას დღეს, 2 ნოემბერს, ფიზიკურად დაუპირისპირდა 5 პატიმარი, როცა ის ადვოკატთან ვიზიტის მიზნით იყო გამოსული საკნიდან და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. პენიტენციური სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, დაიწყო გამოძიება.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. რურუას დაწესებულების მორიგე ქირურგის მიერ მაშინვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

წაიკითხე მეტი.

ოპოზიცია პარლამენტში არ შედის - რა ხდება შემდეგ?

თუკი, დაპირებისამებრ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები პარლამენტში არ შევლენ, საკანონმდებლო ორგანოს სულ მცირე 55 დეპუტატი დააკლდება. ბოიკოტი ქუჩის აქციების ფონზე ცხადდება და, პარალელურად, სამართლებრივი პროცესებიც მიმდინარეობს.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, მომავალ პარლამენტში 8 ოპოზიციური პარტია/ბლოკი მოხვდა და არჩევნების პროპორციულ ნაწილში მათი მანდატების საერთო რიცხვი 59-ს შეადგენს. აქედან, ჯამში 55 მანდატის მქონე 7 პარტია/ბლოკი ქუჩის აქციებზე ერთად დგას და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. თუკი ამ ნაბიჯს „პატრიოტთა ალიანსიც“ გადადგამს, პარლამენტში ცარიელი დარჩება 59 დეპუტატის სკამი.

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ სამართლებრივი ლეგიტიმაციის ჭრილში, ოპოზიციის ბოიკოტი ხელს ვერც პარლამენტის მუშაობას შეუშლის და ვერც - „ქართულ ოცნებას“, თუნდაც სულ მარტომ იმუშაოს საკანონმდებლო ორგანოში. თუმცა დეკემბრამდე, ვიდრე ახალი პარლამენტი მუშაობას დაიწყებს, ალაფიშვილის თქმით, რეალობა შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მიტინგების პარალელურად მიმდინარე სამართლებრივი ბრძოლა რეალურ შედეგს გამოიღებს და დოკუმენტურად დადასტურდება, რომ არჩევნები გაყალბდა.

წაიკითხე მეტი.

წოფი სოფელია მარნეულის რაიონში, ხოჯორნის თემში. ასეთი სოფელი, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი საქართველოს მოქალაქეები წლებია ერთად მშვიდობიანად ცხოვრობენ, სულ რამდენიმეა. ერთმანეთის ენა ესმით და ერთმანეთის ენაზე ლაპარაკობენ. ყარაბაღის ომი იქ დღეს ყველას აღელვებს და აინტერესებს, თუმცა ომს და სისხლისღვრას არავინ გულშემატკივრობს.

XS
SM
MD
LG