უცხოელი ჟურნალისტები, მათ შორის ჩვენი რადიოს კორესპონდენტები თითქმის ყველა რეპორტაჟში იუწყებიან რაიმე სახის სიახლის შესახებ: იქნება ეს თალიბანის რეჟიმის დროს აკრძალული საგაზაფხულო დღესასწაულის, ”ნავრუზის” ზარზეიმით აღნიშვნა თუ ”ლოია ჯირგის”, ანუ ავღანეთში ტრადიციული პარლამენტის შეკრების მოახლოება, ავღანური მასმედიის ჩამოყალიბების მცდელობა თუ ქაბულის ქუჩების წარწერებით აჭრელება, ქალთა საკითხების სამინისტროს შექმნა თუ სკოლებში მოწაფე გოგონების დაბრუნება. ამ სიას კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა შეიძლება დაემატოს- თუნდაც ავღანეთში რეკონსტრუქციისათვის განკუთვნილი უცხოური ფინანსური დახმარების პირველი ნაწილის ჩასვლა. მაგრამ დღევანდელი გადაცემისათვის ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” სხვა თემა ავირჩიეთ- სიახლე, რომლის შესახებ ავღანეთიდან ჩვენი რადიოს კორესპონდენტები, ჩარლზ რეკნაგელი და აზამ გორგინი იუწყებიან, შესაძლოა, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვნად მოგვეჩვენოს, მაგრამ, პროგრამის ავტორის აზრით, ასე არ არის.
სიახლე, რომელსაც ვგულისხმობთ, ყველა დანარჩენი მოვლენის ფონს ქმნის და არც პოლიტიკურ განზომილებას არის მოკლებული: ლაპარაკი გვექნება ავღანეთში ქალის სიმღერის აჟღერებაზე. ცხადია, ქალები ავღანეთში ადრეც მღეროდნენ, მაგრამ ბოლო 2 ათწლეულზე მეტია სხვადასხვა რადიკალური ისლამური დაჯგუფება მათ საჯაროდ გამოსვლას უკრძალავდა. ასე რომ, შარშან თალიბანის რეჟიმის დამხობამდე მომღერალ ქალებს ორი გამოსავალი რჩებოდათ: ან პროფესიას უნდა გამოთხოვებოდნენ, ან კიდევ უცხოეთში გადასახლებულიყვნენ.
მაჰვაშმა ემიგრაცია ამჯობინა: მან - თავის დროზე ავღანეთში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა მომღერალმა - 80-იანი წლები შეერთებულ შტატებში დაჰყო, სადაც ხშირად მართავდა კონცერტებს ემიგრანტი თანამემამულეებისათვის. გასულ თვეში კი მაჰვაშის ხმა ლონდონის ”სამეფო ალბერტ ჰოლში” აჟღერდა. იქ მაჰვაშიმ სხვა მუსიკოსებთან, მათ შორის ავღანელ კოლეგებთან ერთად გამართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელმაც ასობით მსმენელი მიიზიდა. [მაჰვაშის სიმღერის ჩანაწერი]
მსმენელებიდან ბევრისთვის საღამოს კულმინაცია გახდა სიმღერა ხარაბატზე - მუსიკოსთა ძველ უბანზე ქაბულში, რომელთანაც მაჰვაშს ბევრი მოგონება აკავშირება. დღეს ხარაბატი ნანგრევებად არის ქცეული: ის მიწასთან გაასწორა ავღანეთში საბჭოთა არმიასთან ომის შემდეგ, მუჯაჰედების სხვადასხვა დაჯგუფებას შორის ბრძოლებმა. როგორც მომღერალმა ლონდონში ჩვენი რადიოს სპარსული რედაქციის კორესპონდენტთან, შაჰრან ტაბარისთან საუბრის დროს გაიხსენა, ის სიმღერის ხელოვნებას სწორედ ხარაბატში დაეუფლა და გახდა პირველი ქალი, რომელსაც საპატიო წოდება ”უსტად” მიენიჭა: ეს ცნება დასავლურ ცივილიზაციაში ”მაესტროს” შეესაბამება.
მაჰვაშიმ დაახლოებით 35 წლის წინ დაიწყო საჯაროდ გამოსვლა და სულ მალე მოიპოვა წარმატება: მისი სიმღერა ხშირად ჟღერდა ავღანეთის სახელმწიფო რადიოში და მუჯაჰედების აღზევებამდე მომღერალი ქალის კარიერას დაბრკოლებები არ შექმნია. ეს არის, რომ რელიგიური დღესასწაულების დროს ავღანეთის რადიო თავს არიდებდა მომღერალი ქალების, მათ შორის მაჰვაშის ჩანაწერების გაშვებას, რითაც ანგარიშს უწევდა მსმენელთა ნაწილის შეხედულებებს ამ საკითხზე: საქმე ის არის, რომ ისლამის მკაცრი ინტერპრეტაციის მომხრეები ქალის სიმღერას ამორალურ, პროვოკაციულ მოქმედებად მიიჩნევენ. ასე ფიქრობდა მაჰვაშის არაერთი ნათესავიც, რომლებიც აღაშფოთა ახალგაზრდა ქალის მიერ მომღერლის პროფესიის არჩევამ. ერთმა მათგანმა მაჰვაშის მოწამვლაც კი სცადა, რათა ნათესაობა ”შერცხვენისაგან გადაერჩინა”. მაგრამ, საბედნიეროდ, მაჰვაში გადარჩა. [მაჰვაშის ხმა]”ვიდრე ხელისუფლების სათავეში მოჯაჰედები ჩადგებოდნენ, ჩვენში ქალებს პოლიტიკის პრობლემა არ აწუხებდათ – პრობლემები ოჯახში გვექონდა. არასოდეს მქონია პოლიტიკაზე მსჯელობის ან მასში ჩართვის სურვილი. სიმღერა ემოციებს უკავშირდება და მსურს მუსიკას დავჯერდე. მაგრამ ცხოვრება ისე გამირთულეს, რომ ბევრი სხვა ადამიანივით იძულებული გავხდი, სამშობლოდან წავსულიყავი და პაკისტანისთვის მიმეშურებინა”.
დღეს მაჰვაში, ისევე როგორც მისი მილიონობით ემიგრირებული თანამემამულე, კიდევ ერთხელ დგას არჩევანის წინაშე: დარჩეს უცხოეთში, სადაც მრავალი წელია ცხოვრობს, სადაც ადგილი დაიმკვიდრა, თუ დაბრუნდეს სამშობლოში და ჩაერთოს ცვლილებათა მძიმე პროცესში, რომელიც ახალ სახეს აძლევს ომებით გაჩანაგებულ ქვეყანას. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომღერალი ქალი- ამას მომავალი აჩვენებს. აი, მისი და სხვა ცნობილი ავღანელი მუსიკოსების ჩანაწერები კი უკვე რამდენიმე თვეა, ისევ ჟღერს ქაბულისა და სხვა ქალაქების ქუჩებში: ერის მუსიკალური მემკვიდრეობა, საბედნიეროდ, გადაურჩა ხელოვნებისადმი თალიბანის ბარბაროსულ დამოკიდებულებას, რომლის ყველაზე გახმაურებული მაგალითი ბუდის ორი უნიკალური გამოსახულების განადგურება გახდა.