ორ წამყვან პარტიასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი. დღეს საქართველოს პოლიტიკური პარტიები ევროპული ორგანიზაციების ყურადღებასაც იპყრობს. ერთი მათგანი, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტთან ერთად, ხსენებული კონფერენციის ორგანიზატორია. ფინანსური მხარდაჭერა კი უზრუნველყვეს ეუთომ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა.
დონორთა წრეებში ძალას იკრებს მოსაზრება, რომ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება არ არის საკმარისი. პოლიტიკური პარტია მნიშვნელოვანი მოთამაშეა დემოკრატიაში და დონორებს სურთ, რაიმე იღონონ მათ დასახმარებლად, - მითხრა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პოლიტილოგმა გია ნოდიამ.
[ნოდიას ხმა] “ამ შემთხვევაში დონორებმა და ძირითადმა ორგანიზაციამ, ვისაც ეს კვლევითი პროექტი მიჰყავს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყონ კვლევით, ოღონდ ისეთით, რომელშიც თვითონ პარტიები მიიღებენ მონაწილეობას. მიზანია, პირველადი ნდობა ჩამოყალიბდეს, ერთი მხრივ, დონორებსა და პარტიებს შორის, მეორე მხრივ, თავად პარტიებს შორის გაჩნდეს ნდობის კაპიტალი იმ თვალასაზრისით, რომ შეიქმნას პლურალისტური გარემო, რომელშიც შესაძლებელია ძლიერი პარტიების ჩამოყალიბება.”(სტილი დაცულია)
ერთი საკითხი, რომელსაც კონფერენციაზე პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდნენ, პარტიების დაფინანსების წყაროები იყო. ამ თემას უფრო დონორები ამუშავებდნენ. რაც შეეხება პარტიებს, გია ნოდიას დაკვირვებით, მათ
[ნოდიას ხმა] “კი გაიზიარეს აზრი, რომ ეს პრობლემაა და რაღაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ ჩანს მათი გამოკვეთილი პოზიცია ამის თაობაზე. ფაქტობრივად, მათ აღიარეს, რომ მთლად ლეგალური მეთოდებით არ ვშოულობთ ფინანსურ სახსრებს, მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს. იმედია, მომდევნო დისკუსიებში უფრო გამოჩნდება, აქვთ თუ არა მათ კონკრეტული ხედვები იმისათვის, რომ პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალე პრინციპები შეიქმნას.”
პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებს, მართლაც, სხვადასხვა მიდგომა ჰქონდათ პარტიების დაფინანსების საკითხთან. პარტიის “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ განმიცხადა, რომ ემხრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიათა დაფინანსებას. ჩემს შეკითხვას, საქართველოში რამდენიმე ათეული პარტიაა და ყველას დაფინანსებას სახელმწიფო როგორ აუვა-მეთქი, ზურაბ ტყემალაძე უპასუხებს:
[ტყემალაძის ხმა] “რაღაც კრიტერიუმი უნდა არსებობდეს. პრაქტიკულად ერთი ათეული პარტიაც არ საქმიანობს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა იყოს ხელშეწყობა პარტიის ჩამოყალიბებისათვის. ამას ახლა 1000 ხელმოწერა სჭირდება. ალბათ, ეს რიცხვი უნდა გაიზარდოს. 10 ათასი, 20 ათასი უნდა გახდეს. აუცილებელი პირობა უნდა იყოს, რომ რეგიონებში ჰყავდეს წარმომადგენლობა. აი, ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ უნდა მიაღწიოს დაფინანსების მოპოვებას და არა მარტო რეგისტრაციაში გატარების შედეგად.”
რესპუბლიკური პარტიის წევრი ფრიდონ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ პარტიათა დაფინანსების პრობლემა სულ სხვა მიზეზით არის მწვავე და საინტერესო:
[საყვარელიძის ხმა] “საქართველოში დღეს აქტიურად მოქმედი პოლიტიკური პარტიების ფინანსები - განსაკუთრებით მათი საარჩევნო დაფინანსება - არ არის და ვერც იქნება გამჭვირვალე, ვინაიდან ისინი ე.წ. შავი სალაროებიდან ფინანსდებიან. აქ მოიყვანეს მაგალითი, როგორ დაფინანსდა ბოლო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა. არც ერთი კომერციული სტრუქტურა იქ არ ყოფილა, 150 კაცს დაუდვია 5-5 ათასი დოლარი და ასე დაუფინანსებიათ. ბუნებრივია, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, ეჭვი შეიტანოს ამაში. ამ შემთხვევაში ვერც ნაციონალურ მოძრაობას დავადანაშაულებ, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა ლეგალიზაციისა და ტრანსპარენტობის საშუალებას.”(სტილი დაცულია)
კიდევ ერთი პრობლემა, რასაც სამშაბათის დისკუსიაზე პარტიები, დონორები და ორგანიზატორები განიხილავდნენ, გარკვეულწილად, ევროპული პოლიტიკური კონიუნქტურით გახლდათ ნაკარნახევი: ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში. მე ვთხოვე გია ნოდიას განემარტა, რა არგუმენტები არსებობს ამ საკითხის დღის წესრიგში შესატანად.
[ნოდიას ხმა] “არსებობს უფრო მეტად ფემინისტების დამუშავებული თეორიები, რომ ქალები უფრო თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებული, კაცები - კონკურენციაზე. ამდენად, ქალთა მეტი მონაწილეობა პოლიტიკაში უფრო გააძლიერებს კონსენსუსზე და არა დაპირისპირებაზე მიმართულ პოლიტიკას. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს თეორია სწორია, მაგრამ ის პოპულარულია.”
ეს იყო პირველი დისკუსია, სადაც იმსჯელეს სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების, როგორც ინსტიტუტების, ურთიერთდამოუკიდებლობაზე. საქართველოს პოლიტიკური ორგანიზაციები, ჩანს, მძიმედ, მაგრამ მაინც იწყებენ ფიქრს პარტიული ცხოვრების ძველი ტრადიციების დავიწყებასა და თამაშის ახალი წესების გაზიარებაზე.