მიმართ ავლენენ, იჯდა თუ არა ვერტმფრენში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. დასკვნა კი თითქმის იდენტურია: თბილისი და ცხინვალი კვლავ ომის განახლების საშიშროების წინაშე დგანან. რუსი ჟურნალისტების დასკვნით, ომის განახლების საფრთხე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშიც გაიზარდა.
”აფხაზური შეიარაღებული ძალები მზად არიან, ძალის გამოყენებით გაწმინდონ კოდორის ხეობა” – 4 სექტემბრის გაზეთი ”იზვესტია” სოხუმის ხელისუფლების ლიდერის სერგეი ბაღაფშის სიტყვების ციტირებას ახდენს. ბაღაფში ამ დღეებში რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა მოსკოვის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. გაზეთის შენიშვნით, კოდორის ხეობის მოვლენებიდან თვეზე მეტის გასვლის შემდეგ თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ლექსიკა საკმაოდ მკაცრი გახდა, მაშინ როცა ივლისის ბოლოს სოხუმელი ლიდერები თავიანთ შეფასებებში საკმაოდ ფრთხილობდნენ. გაზეთის აზრით, სოხუმის ხელისუფლების მოტივი ნათელია: საკურორტო სეზონი დასასრულს უახლოვდება და დამსვენებლების დაშინების გარეშეა შესაძლებელი თბილისის მოქმედებებზე პასუხის გაცემა. როგორც ჩანს, კოდორის ხეობაში განვითარებულმა მოვლენებმა აფხაზეთში ტურისტთა ნაკადზე გავლენა ვერ მოახდინა: სერგეი ბაღაფშის ცნობით, წელს შარშანდელზე 15 პროცენტით მეტი დამსვენებელი ჩავიდა აფხაზეთში დასასვენებლად. ასეა თუ ისე, კოდორის ხეობაში 23 ივლისის სტატუს-კვოს აღდგენამდე სოხუმი თბილისთან ყოველნაირ მოლაპარაკებებს წყვეტს - ბაღაფშის განცხადებით, შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზეც კი შეჩერებულია.
კიდევ ერთ საინტერესო თემას ეხება გაზეთი ” როსიისკიე ვესტი”, რომლის ცნობითაც, შესაძლოა, რუსეთი შეუერთდეს პროექტს ”ბაქო - თბილისი - ჯეიჰანი”. ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა განაცხადა, რომ რუსეთის სანავთობო კომპანიები ასეთ სურვილს გამოთქვამენ და რომ პროექტთან სხვა კომპანიების მიერთების საკითხი ჯერჯერობით ღიად არის დატოვებული. ამ განცხადებას საქართველოს მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა - ანალიტიკოსთა ვერსიით, ოფიციალური თბილისი ძალას არ დაიშურებს, რომ რუსეთმა ამ რეგიონში ხელში არ ჩაიგდოს ენერგეტიკული ბერკეტები.
გაზეთი შეახსენებს მკითხველს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა და აქვს. თუმცა ამ ძვირად ღირებული მილსადენის ნავთობით დატუმბვა პრობლემური ხდება - აზერბაიჯანში ე.წ. დიდი ნავთობის მოპოვების იმედმა არ გაამართლა. გამოსავალს ხედავენ ყაზახური ნავთობის ტრანზიტში: საწყის ეტაპზე ყაზახური ნავთობი 7,5 მილიონ ტონას შეადგენს. მაგრამ, შესაძლოა, ეს დროებითი გამოსავალი იყოს, რადგან ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა უკვე განაცხადა, რომ ქვეყანა დაინტერესებულია ნავთობის ჩინეთში ექსპორტირებით, რაც ყაზახეთს სერიოზულ ეკონომიკურ მოგებას მოუტანს. “ჯერ ერთი, თავად ჩინეთი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია და, მეორე, დამოკიდებული არ იქნები სატრანზიტო ქვეყნების გუნება-განწყობილებაზე,” - წერს ”როსიისკიე ვესტი” და ასკვნის, რომ რუსეთის კომპანიების მონაწილეობა პროექტში ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი” არა მხოლოდ მიზანშეწონილია, არამედ უახლოეს ხანში პროექტის რენტაბელობას გამოიწვევს.