Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა და დევიდ კამერონმა ტელეფონით ისაუბრეს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემირ-მინისტრს დევიდ კამერონს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემ. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა დევიდ კამერონს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ იგი იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსთა შორის, ვინც ომის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, სატელეფონო საუბრისას კამერონმა გამოთქვა უახლოეს მომავალში ორმხრივი შეხვედრის გამართვის სურვილი.
XS
SM
MD
LG