Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძრების გამო საბერძნეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა


20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 104 დაშავდა ათენის შემოგარენში ძლიერი ხანძრების შედეგად. საბერძნეთის მთავრობის ინფორმაციით, დაშავებულთა დიდი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ ტყეებში გაჩენილი ხანძრით გამოწვეული სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ციპრასის ინფორმაციით, ცეცხლს ებრძვის 600-ზე მეტი მეხანძრე და სამასზე მეტი სახანძრო ავტომანქანა, თუმცა, ვითარებას ძლიერი ქარი ართულებს. საბერძნეთის მთავრობამ დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. ათენის გარშემო, სამი მხრიდან ხანძრის ყველაზე მასშტაბური კერებია საკურორტო ქალაქ კინეტასთან, ქალაქებთან რაფინასთან, მატისა და პიკერმისთან და პენდელის მთის ფერდობებზე. საბერძნეთის ხელისუფლებამ ამ რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG