Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, პარტიას "ქართული ოცნების" წევრები შეუერთდნენ


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს" გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, იმერეთის და აჭარის რეგიონებში 8 ადამიანმა დატოვა პარტია „ქართული ოცნება“ და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ცალსახა გახდა ტენდენცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ პარტიის დატოვების. "ქართულ ოცნებაში" იტყვიან, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ყოფილან მათთან და ეს არის მათი სირცხვილი. ეს ადამიანები გრძნობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ნაღმი ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველში, ამიტომ უარს ამბობენ მის მხარდაჭერაზე. ოპოზიციიდან ოპოზიციაში გადასვლა არაა გმირობა, მაგრამ გმირობაა ხელისუფლების გუნდიდან ოპოზიციაში გადასვლა, ამიტომ ჩვენ ვართ ღია ყველა ამ ადამიანისთვის“ - განაცხადა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ. მან სალომე ზურაბიშვილს უწოდა პოლიტიკური ჯილეხი. უგულავას ინფორმაციით, საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით "ევროპულ საქართველოს" შეუერთდა "ქართული ოცნების" 300 მხარდამჭერი. ამავე ბრიფინგზე, კონსტანტინე შვანგირაძემ, რომელიც წყალტუბოს საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენდა, განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ორი თვის წინ დატოვა, რადგან ხელისუფლებამ "ნაციონალები" დააწინაურა. შვანგირაძის შეფასებით, "ევროპული საქართველო" ერთადერთი ძალაა, რომელიც ხელისუფლებას დაამარცხებს.

XS
SM
MD
LG