Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თბილსერვის ჯგუფი" ნებადართულ ადგილას საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნის ერთ ფაქტს ადასტურებს


„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა მიმდინარეობს მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც მათი გაკვრა აკრძალულია - ავტობუსის გაჩერებებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და განათების ბოძებზე. „დედაქალაქში გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალის განთავსება დასაშვებია, თუმცა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების ერთი ფაქტი, რაზეც „თბილსერვის ჯგუფმა“ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სამუშაოებში ჩართულ ყველა თანამშრომელს მითითება მისცა. მსგავსი ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში მიიღება მკაცრი ზომები” - ნათქვამია „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებაში. მასში არ არის მითითებული პრეზიდენტობის რომელი კანდიდატების პლაკატები ჩამოხსნეს ადგილიდან, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება ნებადართულია.

თბილისის მერია ოპოზიციურმა გაერთიანებამ, „ძალა ერთობაშია“ დაადანაშაულა პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნაში. თბილისის მერმა, კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფს“ 17 ოქტომბერს დაავალა უკანონოდ გაკრული პლაკატებისგან სხვადასხვა ადგილის გასუფთავება და მოწესრიგება.

XS
SM
MD
LG