„ვოთსაფის“ მესინჯერის მოწყვლადობა თვის დასაწყისში აღმოაჩინეს პოპულარული უფასო სისტემის სპეციალისტებმა, რის თაობაზეც მათ გააფრთხილეს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და ასეთ საკითხებზე მომუშავე რამდენიმე უფლებათდაცმველი ორგანიზაცია, - ამის თაობაზე მესინჯერის წამომადგენლება უთხრეს სამაუწყებლო კორპორაცია „ბიბისის“.
აღმოჩენილი მოწყვლადობით ჰაკერებს შეეძლოთ უბრალო ზარით შეეღწიათ მომხმარებელთა ტელეფონებში, „Android“-ისა და iOS-ის ბაზაზე დაეყენებინათ სადაზვრევო პროგრამები და განეხორციელებინათ თვალთვალი მფლობელის ტელეფონზე.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, თავდასხმის უკან უნდა იდგეს ისრაელის კომპანიის NSO Group-ი , რომელიც ადრე შემჩნეული იყო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენლის“ მიმოწერის გატეხვაში. კომპანიის პროდუქციას რიგი ქვეყნების სპეცსამსახურები იყენებენ ეჭვმიტანილებზე თვალთვალისათვის. კერძოდ, 2019 წლის დასაწყისში საუდის არაბეთი იყენებდა კომპანიის პროდუქციას ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგზე თვალთალისათვის.
მსოფლიოში „ვოთსაფით“ სარგებლობს დაახლოებით მილიარდ-ნახევარი ადამიანი. ბოროტმოქმედებმა შეძლეს ისეთი სისტემის შექმნა, რომლითაც მესინჯერში შესაღწევად საკმარისი იყო მხოლოდ მომხმარებლის ტელეფონზე უბრალო ზარი, ამასთან აბონენტს შეეძლო საერთოდ არ აეღო ყურმილი. უცნობია, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს მოწყვლადობა და რამდენ ადამიანზე განხორციელდა თავდასხმა.
იუწყებიან, რომ თელ-ავივის სასამართლო დღეს განიხილავს „ამნესტი ინტერნეიშენლის “მიმართვას ისრაელის თავდაცვის სამინისტროსადმი, აიკრძალოს „NSO Group“-ის პროდუქციის ექსპორტი სხვა ქვეყნებში. ორგანიზაციის განცხადებაში უარყოფილი არ არის ასეთი მოწყვლადობის არსებობა „ვოთსაფისათვის“, მაგრამ ხაზგასმულია, რომ პროდუქცია ტერორიზმისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ გამოიყენება.