Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს: დაუყოვნებლივ გადაუხადოს კომპენსაცია დეპორტირებულებს


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებილ გადაუხადოს 2006 წელს რუსეთიდან გამოძელებულ 1500 საქართველოს მოქალაქეს კომპენსაცია. 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა რუსეთს სტრაბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაავალა.

"კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. გადაწყვეტილებაში, აგრეთვე აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ თანხის დადგენილი ვადაში (2019 წლის 30 აპრილამდე) გადაუხდელობის გამო, მას დაეკისრება შესაბამისი პროცენტები. მინისტრთა კომიტეტმა აგრეთვე მიუთითა რუსეთის ფედერაციას, რომ კომპენსაციის გადახდა არის ევროპული კონვენციის 46-ე მუხლიდან გამომდინარე "უპირობო ვალდებულება",- კომიტეტის მიმართვას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

კომიტეტმა აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ სულ მცირე 1500 პირზე.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე - 2019 წლის დეკემბერში ჩანიშნა.

"ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება", -ნათქვამია განცხადებაში.

2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

თუმცა, რუსეთს ფედერაციას 2006 წელს გამოძევებული საქართველოს სულ მცირე 1500 მოქალაქისთვის. საკომპენსაციო თანხა ჯერ არ გადაუხდია, როგორც 2019 წლის 31 იანვარს განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსეთს ყველა გადაცილებული ვადაზე ჯარიმა დაეკისრება.

რუსეთის ფედერაციის პარლამენტში საქართველოს გამარჯვებას სტასბურგის სასამართლოში არ აღიარებენ და თანხის გადახდაც არ დაუწყიათ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს 2 მაისსაც მიმართა და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა არ გადაიხადა დაკისრებული თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ 3 თვიან ვადაში, 2019 წლის 1 მაისამდე, საქართველომ კომიტეტისგან საქმის გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განხილვა და დებატების გამართვა მოითხოვა. კომიტეტს ეთხოვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო რუსეთისაგან ოფიციალური განმარტების მიღებაც.

XS
SM
MD
LG