Accessibility links

მთავრობის დახმარების მისაღებად 810 ათასი ბავშვია დარეგისტრირებული


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 200 ლარიანი დახმარების მისაღებად 810 ათასი ბავშვია დარეგისტრირებული. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სულ ჯამში რეგისტრირებული 482 ათასი ოჯახი. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მშობლებს განაცხადების შევსება პირველ შეეძლებათ.

საქართველოს მთავრობამ რამდენიმე კვირის წინ 18 წლამდე ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების დარიგება გადაწყვიტა. ამისთვის მშობლებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რის შემდეგაც მათ თანხა დაერიცხებათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG