Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საღებავით დააზიანეს „პატრიოტთა ალაინსის“ სარეკლამო ბანერი თბილისში


29 აგვისტოს, ვარდების მოედანზე საღებავით დააზიანეს „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი, რომელზეც პარტიის ლიდერები, დავთი თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი არიან გამოსახული.

სარეკლამო ბანერის დაზიანების შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ირმა ინაშვილი:

„ბოღმისა და ბოროტებისგან გაგიჟდნენ საქართველოს მტრები, გამყიდველები... ჩვენი მიწების ჩამბარებლები! ყველა ფარჩაკს და მართლა მოღალატეს გეუბნებით: აფხაზებისა და ქართველების შერიგებას ხელს ვერ შეუშლით! მალე მთელი საქართველო შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე!!!“

ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ილორში 18 აგვისტოს იმყოფებოდნენ.

ირმა ინაშვილის თქმით, მან და გიორგი ლომიამ ილორის ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG