Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2020-ის პარტიული სიები ცნობილია - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 ოქტომბერს


„ქართული ოცნების“ პარტიული სიის ახალი და ძველი წევრები

გუშინ „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ცესკო-ში 150-კაციანი სია წარადგინა. „ოცნების" პირველი ოცეული აქამდეც ცნობილი იყო, სრულ სიაში კი ბევრი ნაცნობი და უცნობი სახე მოხვდა. ზოგიც საერთოდ ვერ მოხვდა.

ახალ სიაში ისევ არიან უმრავლესობის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ნინო წილოსანი, ირაკლი სესიაშვილი და სხვები. მათ დაემატა პიანისტი ელისო ბოლქვაძე 32-ე ნომრად. სიაში არ აღმოჩნდა წინა მოწვევის პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე. უცნობია რატომ

ამ სიით თუ ვიმსჯელებთ, "ოცნებამ" საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობას პარლამენტში პარტიული სიით მოხვედრის შესაძლებლობა არ დაუტოვა. მათ შორის ბექა ოდიშარიას, ნოდარ ტურძელაძეს, დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარსა და გიორგი ვოლსკის. მათი გვარები პარტიულ სიაში მხოლოდ 110 კანდიდატის შემდეგ შეიტანეს. სრულად „ქართული ოცნების“ 150 კაციანი სია ნახე აქ.

გუშინ პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 8 წლიანი მმართველობაც შეაჯამა. ისაუბრა ქვეყნის პროგრესზე და რამდენჯერმე გააკეთა შედარება წინა ხელისუფლებასთანაც.

ამ თემაზე ნახე:

ენმ-„ძალა ერთობაშია"-ს სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა

მმართველი გუნდისგან განსხვავებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „ძალა ერთობაშიას“ არც პარტიული სიის პირველი ოცეული ჰყავდა აქამდე დასახელებული. გუშინ პარტიამ ცესკოში სრული საარჩევნო სია ბოლო წუთს შეიტანა.

პირველი ნომერი მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძეა. მას მოსდევს გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და კობა ნაყოფია. სიაში არიან გენერალი დევი ჭანკოტაძე, გუბაზ სანიკიძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, 20 ივნისის აქციის მონაწილე ბესიკ თამლიანი და სხვები.

სრული სია შეგიძლია ნახო აქ.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა

წუხელ, გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა. თვითმხილველების თქმით სტიქიამ ერთი სახლი წაიღო სადაც მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ადგილობრივების თქმით მეწყერმა გზაზე მიმავალი ავტომობილიც მოიყოლა. შექმნილი ვითარების გამო თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან დამატებითი სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს.

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დილამდე გაგრძელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესულია 400-მდე შეტყობინება.

წაიკითხე მეტი.

COVID-19: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსი დღიური რეკორდებით ზრდას განაგრძობს. გუშინ ქვეყანაში ვირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 241 აჭარაშია. 1 ოტქომბერს სულ 299 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღეს დილიდან განახლებული მონაცემები გახდება ცნობილი ვირუსის გავრცელების შესახებ.

ამ დროისთვის კი ორით არის გაზრდილი გარდაცვლილთა რაოდენობა. ორივე პაციენტი გუშინ ბათუმში გარდაიცვალა. ახლა უკვე ვირუსის შედეგად საერთო ჯამში 41 პაციენტია გარდაცვლილი, ანუ გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში 0,6%ია.

სიახლეები ვირუსის გავრცელების შესახებ წაიკითხე აქ.

ტრამპმა, პუტინმა და მაკრონმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს მთიან ყარაბაღზე

აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს მთიან ყარაბაღში ვითარების შესახებ. ყარაბაღში მეექვსე დღეა გრძელდება ბრძოლები, ერთი მხრივ, აზერბაიჯანის არმიასა და, მეორე მხრივ, მთიანი ყარაბაღის შენაერთებსა და სომხეთის არმიას შორის.

სამი ქვეყნის ლიდერები გამოვიდნენ მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს სამხედრო მოქმედებები და დაიწყოს მოლაპარაკებები ერევანსა და ბაქოს შორის, იტყობინება Agence France-ი ელისეს სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით.

დონალდ ტრამპის, ვლადიმირ პუტინისა და ემანუელ მაკრონის განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტები მწუხარებას გამოთქვამენ კონფლიქტის ზონაში დაღუპულთა გამო.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

თსუ: სტუდენტმა არ ისურვა განმარტება და ვერ ახსნა ლექტორის შეურაცხყოფის მიზეზი

ონლაინლექციაზე ლექტორის შეურაცხყოფისათვის სტუდენტის გარიცხვის ფაქტზე დეტალების დასაზუსტებლად, რადიო თავისუფლებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კითხვებით მიმართა.

თსუ-ს ადმინისტრაციამ რადიო თავისუფლების კითხვებს წერილობით უპასუხა. მათი განცხადებით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა, რომელშიც პროფესორები და სტუდენტები შედიან, სტუდენტის გარიცხვის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

თსუ-ს ადმინისტრაცია განუმარტავს, რომ უნივერსიტეტმა როგორც აღნიშნულ ფაქტზე, ისე ონლაინლექციების ჩაშლის მცდელობისა და ლექტორებისათვის შეურაცხყოფის მიყენების სხვა რამდენიმე ფაქტზე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

წაიკითხე მეტი.

როგორ დავიბრუნეთ დედა ანუ როცა სიღარიბეში უფრო თბილა

ორი კვირის წინ, სასამართლომ, ჩამორთმეული 2 შვილი დაუბრუნა და მშობლის შეზღუდული უფლება აღუდგინა დედას, რომელსაც თითქმის სამი წელია, რაც ბავშვები ჯერ ნაწილობრივ ჩამოაშორეს და დღის ცენტრში გადაიყვანეს, წელიწად-ნახევრის წინ კი, ორივე ჩამოართვეს და თბილისიდან შორს, ერთ-ერთ რეგიონში მინდობით აღზრდაში გაუშვეს. დღეს ყველანი ერთად, სახლში არიან.

მაშინ კი, წელიწად-ნახევრის წინ, სახელმწიფოს მზრუნველობაში ბავშვების გადაყვანის მოტივი ის იყო, რომ ოჯახს „სათანადო პირობები არ გააჩნდა“, კარგად არ იკვებებოდნენ, სკოლას აცდენდნენ და არც მათი საცხოვრებელი და პირადი ჰიგიენური პირობები აკმაყოფილებდა სტანდარტს. დასკვნაში ისიც ეწერა, რომ „ბავშვები უგულვებელყოფის მსხვერპლნი“ იყვნენ.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი დედასთან დაბრუნებულ უფროს დას გაესაუბრა. გოგონა ყვება, როგორ გადაწყვიტა ჰყოლოდა ადვოკატი, არ შეშინებოდა უფროსების ზეწოლის და სამართლებრივი გზით ეცადა სახლში, დედასთან დაბრუნება.

წაიკითხე მეტი.

საკლასო ოთახი სკოლის ეზოში პირველკლასელების უჩვეულო გარემოში დასახვედრად მოაწყვეს, მაგრამ პანდემიის რეჟიმში ჰაერზე სწავლება იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ ხაშურის პირველი სკოლის ყველა კლასი რიგ-რიგობით იყენებს ამ სივრცეს გაკვეთილებისთვის. აქ ტარდება მასწავლებლების შეკრებები და მშობლებთან შეხვედრებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG