Accessibility links

logo-print logo-print

ხვიჩია: გული მწყდება რომ ვერ გავიცანი ივანიშვილი


იაგო ხვიჩია

„ქართული ოცნებასთან" ლაპარაკისთვის მზადყოფნას გამოთქვამს პარტია „გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. „ტვ პირველის" ეთერში ხვიჩიამ ისიც აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა.

„მე მზად ვარ, რომ „ქართულ ოცნებას“ ველაპარაკო, სხვათა შორის, გული მწყდება, რომ ვერ გავიცანი ბიძინა ივანიშვილი, ისე წავიდა პოლიტიკიდან. არასოდეს მე ამის გამო უკან არ დამიხევია. თუ ვინმესთან შეხვედრა იქნება საჭირო, მზად ვარ შევხვდე. ამის გამო ამირჩია ქართველმა ხალხმა", - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG