Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი სლავიანსკში ჩავიდა


ვოლოდიმირ ზელენსკი სლავიანსკში
ვოლოდიმირ ზელენსკი სლავიანსკში

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ არხში ტელეგრამზე გაჩნდა შეტყობინება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სლავიანსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებთან ჩავიდა. ვიდეოზე, რომელიც ქალაქის შესასვლელთან არის გადაღებული, ჩანს წარწერა სლავიანსკის დასახელებით. დღეს უკრაინის არმიის დღეს აღნიშნავენ.

სლავიანსკი დონეცკის ოლქის ერთ-ერთი რაიონული ცენტრია. 2014 წელს მას რამდენიმე თვის განმავლობაში აკონტროლებდნენ სეპარატისტები. 2022 წელს სლავიანსკი რუსეთის არმიის ერთ-ერთი სამიზნე იყო, მაგრამ მას კვლავაც უკრაინა აკონტროლებს.

„ამ დღეს ჩვენს მებრძოლებთან ერთად ვხვდები მოწინავე ხაზზე. დღეს დონბასში ვართ. საბრძოლო მოქმედებების ზონა გაფართოვდა, ბრძოლა - გართულდა, საფასური - გაიზარდა“, - თქვა ზელენსკიმ. მან წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ამ ომში დაღუპულ ჯარისკაცებს.

XS
SM
MD
LG