New York Times-ი იტყობინება 1 მარტს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აიათოლა ალი ხამენეი ირანის უმაღლესი ლიდერების შეხვედრას უნდა დასწრებოდა, აშშ-სა და ისრაელის არმიებს დაეხმარა თავდასხმის ორგანიზებაში, რომლის დროსაც ირანის უზენაესი ლიდერი მოკლეს.
ირანის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანიმ 1 მარტს გამოსვლისას პირობა დადო, რომ აშშ-ს და ისრაელს, მათი თავდასხმის საპასუხოდ, რასაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი ემსხვერპლა, ისეთი ძალით დაარტყამს ირანი, როგორიც დღემდე არ უნახავთ.
ისრაელის არიის შინაგანი ფრონტის სარდლობამ გამოაცხადა რეზერვისტების მობილიზაციის შესახებ. 20 ათასი რეზერვისტის მობილიზაციის მიზანი, სარდლობის თანახმად, სამოქალაქო პირების დახმარებაა ირანის სარაკეტო თავდასხმების დროს.
ფორუმი