Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
„ჩვენ ის ვიპოვეთ“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს.
„ჩვენ ის ვიპოვეთ“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს.

აშშ-ის ძალებმა ირანში ჩამოგდებული F-15-ის ეკიპაჟის მეორე წევრიც გადაარჩინეს - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

15:49 2.3.2026

სატელიტის ფოტოებზე ჩანს სარაკეტო ბაზების, რადარებისა და საავიაციო ობიექტების მასშტაბური ნგრევა ირანში, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების სერიას მოჰყვა

ბოლო ფოტოებზე აღბეჭდილია ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია თეირანში, რომელიც 28 თებერვალს განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა

14:55 2.3.2026

თავრიზში მდებარე ირანის სარაკეტო ბაზა იერიშებამდე და შემდეგ. ბაზას დაარტყეს 28 თებერვალს - სატელიტის ფოტოები

13:33 2.3.2026

ქუვეითში, რომელიც ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანის ძალების ერთ-ერთ სამიზნედ იქცა, რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რამდენიმე ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა დღეს, 2 მარტს განიცადა, თუმცა ეკიპაჟების წევრები გადარჩნენ და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.

ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია არც ამერიკული თვითმფრინავების რიცხვი და არც მათი ჩამოვარდნის მიზეზი.

ამერიკულ სარდლობას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

13:32 2.3.2026

ქუვეითში ამერიკული სამხედრო ბაზის მახლობლად გამანადგურებელი ჩამოვარდა. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება.

სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი მიწაზე ეცემა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG