"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცალსახა და თანმიმდევრულია ათწლეულებია: ირანს არასდროს მიეცემა უფლება მოიპოვოს ბირთვული იარაღი..."
„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და ხელმძღვანელობა გაქრა. მათ სურთ მოლაპარაკებები. მე ვთქვი „ძალიან გვიანია!“", - დაპოსტა 3 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
წინა დღით თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნული იყო, რომ "პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცალსახა და თანმიმდევრულია ათწლეულებია: ირანს არასდროს მიეცემა უფლება მოიპოვოს ბირთვული იარაღი".
2 მარტს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმა "ფოქს ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზე:
"ეს უნდა იყოს საუბარი გამარჯვებულსა და დამარცხებულს შორის, თუნდაც დამარცხებული კვლავ აკონტროლებდეს ძალაუფლებას, მაგრამ იყოს მძიმედ დაზიანებული და დაუცველი..."
აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი მეთაური ერაყსა და ავღანეთის სამხედრო კამპანიების დროს, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი დირექტორი, დევიდ პეტრეუსი მხარს უჭერს ტრამპის ადმინისტრაციის ღიაობას ირანზე შეტევის მიღწევებისა და დანაკარგების შესახებ.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში პეტრეუსი ამბობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების, ირანის პოლიტიკური ელიტის ნაწილის განადგურების შედეგებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა მემკვიდრე გამოჩნდება; მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამხედრო მოქმედების გაცხადებული მიზანი ისეთი პირობების შექმნაა, რამაც ირანელ ხალხს, ან რეჟიმის შიგნით უკმაყოფილო ელემენტებს, შესაძლებლობა უნდა მისცენ დაამხონ ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, პეტრეუსისთვის ჯერჯერობით არ არის ნათელი, რამდენად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა.
გენერალ პეტრეუსს ალექს რაუფოღლუ 2 მარტს, აშშ-ისრაელის ერთობლივი ოპერაციების დაწყებიდან მესამე დღეს, ესაუბრა - მას შემდეგ რაც აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობამ იერიშების პირველ შედეგებზე განაცხადეს.
რადიო თავისუფლება: რა არის თქვენი პირველი რეაქცია იმ განცხადებებზე, რომლებიც ახლახან მოვისმინეთ თავდაცვის მდივნისა და გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარისგან?
კრემლის "მეგობართა წრე" იშლება; რუსეთი არ და ვერ ეხმარება მოკავშირეებს - ბოლო დროს გამოკვეთილი ეს ორი ტენდენცია კიდევ უფრო გამყარდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას. რუსეთისთვის არასასურველ და ხშირად სახიფათო პროცესებზე კრემლის მომხრეებიც მიუთითებენ.
მოსკოვის მხარდამჭერებს რჩებათ იმედი, რომ თეირანისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიუხედავად, ჯერ არაფერი დასრულებულა და ირანი აშშ-სა და ისრაელს ჯეროვან პასუხს გასცემს.
ირანზე აშშ-ის და ისრაელის დარტყმების (28 თებერვლიდან) შედეგად დაზიანებულია ნათანზის რაიონში მდებარე ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი მიწისქვეშა ქარხნის ზოგიერთი კონსტრუქცია.
ფორუმი