Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ამერიკული უნივერსიტეტი ცენტრალურ ბეირუთში არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში.
ამერიკული უნივერსიტეტი ცენტრალურ ბეირუთში არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება რეგიონში.

აშშ-ის საელჩო ლიბანში: ირანმა და მისმა მოკავშირეებმა შესაძლოა უნივერსიტეტები ამოიღონ მიზანში - ლაივბლოგი

ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვლიდან მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. დაიღუპნენ უზენაესი ლიდერი და სხვა მაღალჩინოსნები აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, რომლებიც კვლავ გრძელდება.

მთავარი მოვლენები

08:40 16.3.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნატოს წევრი ევროპელი მოკავშირეებისა და ჩინეთისგან მოითხოვს, ჩაერთონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში

  • მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტილია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა. ამან ხელი შეუწყო საწვავის გაძვირებას.

15 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ თუ მოკავშირეები უარს იტყვიან დახმარებაზე ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს ნატოს მომავლისთვის „ძალიან ცუდი“ იქნება.

ტრამპის თქმით, აშშ ვალდებული არ იყო მათ(ევროპელებს) დახმარებოდა უკრაინის გამო, რადგან უკრაინა ამერიკისგან ათასობით მილითაა დაშორებული, მაგრამ დაეხმარა.

00:01 16.3.2026

ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელში მინიმუმ რვა ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება. ოთხი ადამიანი დაიჭრა ჭურვების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად თელ-ავივის სხვადასხვა ნაწილში, იტყობინება კვირას, 15 მარტს, სამაშველო ორგანიზაცია Magen David Adom (MDA).

23:29 15.3.2026
23:13 15.3.2026

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს ირანთან ომის პირობებში ისრაელს ბალისტიკური რაკეტების ჩამჭერები ეწურება.

გარდა ამისა, მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უახლოეს დღეებში ისრაელი ლიბანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გეგმავს. „პასუხი ორივე კითხვაზე არის არა“, განაცხადა საარმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 15 მარტს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG