ირანთან ომის გაფართოების საფრთხე გაიზარდა მას შემდეგ, რაც 28 მარტს ირანთან დაკავშირებულმა იემენელმა ჰუთებმა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ისრაელზე პირველი თავდასხმები განახორციელეს.
ირანში უკვე ოთხი კვირა მიმდინარე ომის ფონზე, რომის პაპმა ლეონ XIV-მ, კვირას, 29 მარტს, როცა არაერთი ქრისტიანული ეკლესია “ბზობას” აღნიშნავს, უჩვეულოდ მკვეთრი გამონათქვამები გამოიყენა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა განიხილოს არაბული სახელმწიფოებისთვის ირანის ომის დაფინანსებაში დახმარების თხოვნის საკითხი.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო ძალებმა მორიგი საჰაერო შეტევა მიიტანეს ირანის დედაქალაქ თეირანსა და კიდევ რამდენიმე რაიონზე. თავის მხრივ, ირანმა რაკეტებით ისევ შეუტია ისრაელის ცენტრალურ ნაწილს.
ირანში დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ისპაანის პროვინცია. სოციალური ქსელებით გავრცელდა ძლიერი აფეთქებების ამსახველი ვიდეოები. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო კომენტარის გარეშე სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზეც გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ისპაანის პროვინციის ხელისუფლების თანახმად, აშშ-ისა და ისრაელის გამანადგურებლებმა სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. დამატებითი დეტალები არ უთქვამთ.
გამოცემა The Wall Street Journal-ის წყაროს თანახმად, ამერიკელმა სამხედროებმა ბუნკერების გასანადგურებელი ბომბებით ისპაანში დაარტყეს საბრძოლო მასალების საცავს.
ფორუმი