რადიო თავისუფლებას შსს-შ დაუდასტურეს, რომ ავტოშემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
რა გახდა ავტოავარიის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისში გუშინდლიდან თოვს. გზები მოყინულია. თბილისის მერიამ დილიდან გაავრცელა განცხადება, რომ დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება და მოსახლეობას მოუწოდა თოვლიან ამინდში მხოლოდ ზამთრის საბურავებით გადაადგილდნენ.
ფორუმი