Accessibility links

ასადი „გარდატეხის მომენტს“ უწოდებს ალეპოზე კონტროლის აღდგენას


მოსახლეობა ზეიმობს ალეპოს გათავისუფლებას

სირიის სამხედრო უწყების ცნობით, 22 დეკემბერს არმიამ სრულად აღადგინა კონტროლის სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოზე, რომლის აღმოსავლეთ ნაწილშიც ორი წელი იყვნენ გამაგრებული სირიელი მეამბოხეები.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი და მისი სამხედრო სარდლები აცხადებენ, რომ „ეს გამარჯვება წარმოადგენს მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს“, რაც შესაძლებელი გახდა რუსეთისა და ირანის სამხედრო მხარდაჭერით. დამასკის თანახმად, რუსეთი საავიაციო იერიშით უჭერდა მხარს ალეპოზე შტურმს, ირანელი სამხედროები კი სახმელეთო ოპერაციის ავანგარდში იყვნენ. თვითმხილველთა ცნობით, ალეპოს დასავლეთ ნაწილში, რომელსაც სირიის სამთავრობო ჯარები მთელი ომის განმავლობაში აკონტროლებდნენ, მოსახლეობა წუხელ ჰაერში სროლით, ფეიერვერკითა და ქუჩებში ცეკვა-სიმღერით ზეიმობდა ალეპოს გათავისუფლებას.

სირიის ოპოზიციამ აღიარა მარცხი. „ალეპო ამიერიდან ოკუპირებულია რუსეთისა და ირანის მიერ“, - ასე შეაფასა ალეპოში მარცხი მეამბოხეთა ერთ-ერთი დაჯგუფების, აჰრარ ალ-შამის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აჰმედ ქორა ალიმ და დასძინა, რომ „ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ და არავის ვაპატიებთო.“ სირიაში მიმდინარე ომს, რაც 2011 წელს ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მოჰყვა, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 300 ათასი ადამიანის შეეწირა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG