Accessibility links

კრიშტიანუ რონალდუ - ზედიზედ მეორედ


კრიშტიანუ რონალდუ

24 აგვისტოს უეფამ გამოაცხადა 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სახელები. უძლიერესის ჯილდო ზედიზედ მეორედ, სულ კი მესამედ ერგო მადრიდის (ესპანეთი) „რეალის“ პორტუგალიელ თავდამსხმელს, 32 წლის კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც, ჟიურის წევრთა ხმების დათვლის შედეგად, 482 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე გავიდა ესპანეთის „ბარსელონის“ არგენტინელი თავდამსხმელი და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის ორგზის ლაურეატი ლიონელ მესი (141 ქულა), ხოლო მესამეზე - ტურინის „იუვენტუსისა“ იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი (109 ქულა). ხმის მიცემაში მონაწილეობდნენ ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების ჯგუფური ეტაპის მონაწილე 80 კლუბის მწვრთნელები და უეფას წევრი 55 ეროვნული ფედერაციის სპორტული ჟურნალისტები (ყოველი ქვეყნიდან - თითო ჟურნალისტი). ჟიურიში საქართველოს წარმოადგენდა რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე.

ჯილდოს არსებობის შვიდწლიანი ისტორიის მანძილზე უეფამ და ევროპის სპორტული მედიის ასოციაციამ (ESM-მა) პირველად გამოავლინეს საუკეთესო ფეხბურთელები ცალკეული პოზიციების მიხედვით. აი, ისინიც:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი

მცველი: სერხიო რამოსი (ესპანეთი, მადრიდის „რეალი“)

ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი (ხოვარტია, მადრიდის „რეალი“)

თავდამხმელი: კრიშტიანუ რონალდუ

ქალთა შორის ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა ჰოლანდიელმა ლიკე მარტენსმა (შვედეთის „როზენგორდი“ და ესპანეთის „ბარსელონა“).

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG