აშშ-ის მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, სავარაუდოდ, საქართველოს რამდენიმე ბანკში აქვს ანგარიში, მათ შორის ისეთშიც, რომელმაც ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ არ აპირებს გამონაკლისების დაშვებას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ყოველწლიურად ათასობით ლარს ხარჯავენ თავიანთი შვილების კერძო განათლებაში. რატომ არ ენდობიან ისინი საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ საჯარო საგანმანათლებლო პროცესს?
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია პრემიერის თანხმობის გარეშე ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრებით.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საარჩევნო კოდექსი კიდევ ერთხელ შეიცვლება. მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დამტკიცების წესის შეცვლა ევროინტეგრაციის გზაზე 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეუწყობს ხელს.
აუდიტის სამსახურმა დასუფთავების კომპანიის ხარჯები შეისწავლა და დაადგინა, რომ მას 2 წლის მანძილზე 2 მილიონ ლარზე მეტი აქვს არაეკონომიურად დახარჯული. 39-გვერდიანი დოკუმენტი აღწერს კომპანიის მენეჯმენტის არასწორ გადაწყვეტილებებს, რის გამოც 2020-21 წლებში "თბილსერვისმა" ბიუჯეტი ხარვეზებით დახარჯა.
თბილისის დასუფთავების სამსახურმა დირექტორისა და მისი სამი მოადგილისთვის ახალი მანქანები იყიდა 2021 წელს. აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის დაქვემდებარებული "თბილსერვისჯგუფის" ორი წლის დოკუმენტები შეისწავლა და ვერ დაინახა, "რა აუცილებელი საჭიროებით იყო გამოწვეული ახალი მანქანების შესყიდვა".
აუდიტის სამსახურმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ურნებისა და განათების სისტემების შეძენის პროცესში ხარვეზები გამოავლინა. დასკვნით ირკვევა, რომ სატენდერო დოკუმენტების „სათანადოდ შედგენის შემთხვევაში“ თბილისის მერიის დაქვემდებარებულ სამსახურს შესაძლოა დაეზოგა ათობით ათასი ლარი.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ, "ქართულმა ოცნებამ" მხარი დაუჭირა ყველა იმ საკითხს, რომელიც ეხებოდა დედაქალაქში ცათამბჯენების აშენებას, მათ შორის - "სპორტის უნივერსიტეტის" ტერიტორიაზე, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე და რკინიგზის სადგურთან. ასევე დიდ დიღომში კორპუსების აშენებას.
სამი კვირა დარჩა იმ დრომდე, სანამ დასაქმებულებს ამოეწურებათ ვადა იმისთვის, რომ აირჩიონ სად დააბანდონ დაგროვებული საპენსიო თანხა - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელში. თანხების დაკარგვის რისკებზეა დამოკიდებული, როგორი იქნება პენსიაში გასული ადამიანის დაგროვებული თანხა.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ნახსენებია FARA-ს დოკუმენტში, რომელიც აღწერს მისი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის გაწეულ მომსახურებასა და ხარჯებს.
პრორუსული ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" შემოსავალი გასულ, 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულებაა.
დღემდე არაფერი შეცვლილა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, სადაც საბჭოთა დროინდელი მოზაიკის დაზიანებას 8 თვის წინ საზოგადოების პროტესტი და თბილისის მერიის დაპირება მოჰყვა, რომ მოზაიკას აღადგენდნენ.
მეტროსადგურ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რემონტი დაწყებიდან ერთი წლის შემდეგაც არ დასრულებულა. მგზავრები ბაქანზე კვლავაც უკანა შესასვლელიდან ჩადიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლგბტ თემზე საუბრის დროს დისკრიმინაციული შინაარსის განცხადება გამოიყენა. მან POS TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ასევე თქვა, რომ ამ თემაზე "ზღვარგადასული პროპაგანდაა" მსოფლიოში.
მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის ანძას მომგებიან ტურისტულ ადგილად აქცევდა და ათეულობით ადამიანს დაასაქმებდა, არც კი დაწყებულა. კახა კალაძის ამ დაპირებიდან თითქმის 4,5 წელია გასული.
დავით კეზერაშვილს, რომელიც თანამშრომლებს “ფორმულის” თავისი წილის ნახევრის გადაცემას დაჰპირდა, საქართველოში გაცემული ვალიდური დოკუმენტი არ აქვს. ამ მიზეზით საჯარო რეესტრმა მას ერთხელ უკვე უთხრა უარი გარკვეულ სამართლებრივ მოთხოვნაზე. იპოვის სხვა გზას ყოფილი თავდაცვის მინისტრი დაპირების შესასრულებლად?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელზეც დადასტურებულად ვიცით, რომ დეტალურად სწავლობდა საკუთარი სისტემის შიგნით დასაქმებული ათობით ადამიანის ციფრულ ისტორიას და ინახავდა მათ ციფრულ ნაკვალევს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად დაასანქცირა საქართველოს მოქალაქეები და ეს ბერკეტი გამოიყენა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის წინააღმდეგ. ამ მოსამართლეებს, სხვა თანამოაზრეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები მოიხსენიებდნენ ე.წ. სასამართლო კლანის შემქმნელებად და წევრებად.
შუაღამის დადგომის შემდეგ, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი ჟურნალისტის საქმე განიხილა.
ჩამოტვირთე მეტი