ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
გასულ კვირას ლოს–ანჟელესში საპატიო „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ წელს ამერიკის კინოაკადემიამ შეცვალა „ოსკარით“ დაჯილდოების რეგლამენტი და კინემატოგრაფისტებს ჯილდო კინოში გაწეული ღვაწლისათვის ნოემბერში გადასცა.
კულტურული მიმოხილვა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ–ერთ დამაარსებელს, დავით ჯიშკარიანს გაგაცნობთ. ეს ორგანიზაცია ამჟამად მუშაობეს პროექტზე „ტერორის ტოპოგრაფია“, აგროვებენ სტალინიზმის ეპოქასთან დაკავშირებულ მასალას.
საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობს ყელსახვევიანი მასკარადის დადგმაში. სწორედ ის ხელისუფლება, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას რომ უჭერს მხარს და სრულიად ნორმალურ მოვლენად რომ მიაჩნია, თუნდაც შჩუსევის „იმელის“ დანგრევა-დამახინჯება, აბაკელიას, ნიკოლაძის ბარელიეფების „გადაფხეკა“!
თბილისში მოეწყო პრემიერა ახალი ქართული ფილმისა „უშენოდ, მგონი, მოვკვდები“ – ლევან თუთბერიძის ფილმისა, რომელიც აკა მორჩილაძის სცენარის მიხედვითაა გადაღებული. „ფილმი დიდ ეკრანზე, ფინანსური და პოლიტიკური კრიზისის გამო, ორწლიანი დაგვიანების შემდეგ ხვდება“.
წელს, ”თბილისობის” დღესასწაულის კულმინაცია დავით დოიაშვილის მიერ ღია ცის ქვეშ დადგმული სპექტაკლი, ”ვერის უბნის მელოდიები” იყო. ”მშვიდობის ხიდთან” დამონტაჟდა ეკრანი, რომელზეც გიორგი შენგელაიას ფილმი უჩვენეს, სცენაზე ”ვერის უბნის მელოდიები” ახალგაზრდა მსახიობებმა გაითამაშეს.
ერთი შეხედვით დისკუსია, რომელიც ამ კვირაში თბილისის მედიაკლუბში გაიმართა, მედიას ეხებოდა და მხოლოდ ჟურნალისტებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა ფილმის, „კატარინა ბლუმის დაკარგული ღირსების“ განხილვა გასცდებოდა მედიის პასუხისმგებლობის თემას.
თბილისში, ლიტერატურის მუზეუმის დიდ დარბაზში ძალზე საინტერესო წიგნის პრეზენტაცია მოეწყო. უფრო სწორედ, ეს იყო მუზეუმისთვის უკვე ტრადიციული „ახალი წიგნის კითხვის საღამო“, რომელზეც გერმანელი მწერალი და ფსიქოთერაპევტი ჰელგა კურცხალია და მისი წიგნი „ლამარას წერილები“ წარმოგვიდგინეს.
შაბათს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მე-13-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ბოლო კონცერტი გაიმართა. ბათუმის ფესტივალთან შედარებით, რომელსაც ასევე ,,ისთერნ პრომოუშენი” აწყობს, 2010 წლის თბილისის ჯაზ-ფესტივალი მასობრიობით არ გამოირჩეოდა, არ იყო აჟიოტაჟი და ხმაური.
„მთელი ცხოვრება „პროფილთან“ ერთად...” – გვითხრა მაია ასათიანმა ახალი სატელევიზიო სეზონის დასაწყისში... ამ პოპულარული შოუს თაყვანისმცემლებს გაუხარდათ, ოპონენტები გაღიზიანდნენ... აი „თბილისობა“ კი, რომელიც გასული კვირის ბოლოს დასრულდა, როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება ჩვენთან ერთად იქნება...
თბილისში შედგა მსოფლიო პრემიერა გელა ბაბლუანის ფილმისა „ცამეტი“, რომელიც 2005 წელს ამავე რეჟისორის მიერ შექმნილი ამავე სახელწოდების ფრანგული სურათის რიმეიკია, გადაღებული შეერთებულ შტატებში, ამერიკელი და ბრიტანელი ვარსკვლავების მონაწილეობით.
ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, „წითელი ზონის“ მორიგი გადაცემა, თავიდან ბოლომდე სტოკჰოლმშია გადაღებული. გადაცემის ავტორი ესტუმრა ასტრიდ ლინდგრენის მიერ დაარსებულ ზღაპრების მუზემს და ესაუბრა სტოკჰოლმელებს ბავშვების აღზრდის იმ ტრადიციაზე, რომელიც შვედეთშია დამკვიდრებული.
პროექტს ”განსაბჭოება” ჰქვია... მისი ავტორები ჟურნალ ”ცხელი შოკოლადისა” და ”ლიბერალის” თანამშრომლები არიან. ”განსაბჭოების” ავტორებმა პროექტისთვის რვა რეგიონი აირჩიეს. სემინარების ციკლი უკვე ჩატარდა ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში...
გორი-თბილისის ავტობანზე რადიო „უცნობი“ მაშინ ჩავრთე, როცა მცხეთას მივუახლოვდით. 14 ოქტომბერი იყო; მცხეთის გადასახვევთან მანქანების უზარმაზარი რიგი იდგა. ხალხს იქვე გაეშალა სუფრა. იქვე, ავტობანზე, სვამდნენ მცხეთის, სვეტიცხოვლის, ილია მეორის სადღეგრძელოს...
„წითელი ზონის“ მორიგი გადაცემა მთლიანად იტალიაში, კუნძულ სიცილიაზეა გადაღებული. გადაცემა იტალიური მაფიის ისტორიას ეძღვნება; ეს უკვე სტერეოტიპია – სიცილიის ხსენებაზე უმრავლესობას მაფია ახსენდება. არადა, მაფია სიცილიის ისტორიის ერთ-ერთი დეტალია. თანაც ჯერ კიდევ შეუსწავლელი.
თბილისის კულტურული აფიშა მხოლოდ ფესტივალებით როდი ივსება. არიან „ხელოვანი – ინდივიდუალისტები“, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ. ერთ-ერთი ასეთი მხატვარია დავით მელიქიშვილი.
საქართველოში ქსენოფობური რიტორიკა დიდი ხანია ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ქვეყანა, რომელიც იმით ამაყობდა, რომ უცხო, უცხოელი მის კულტურაში ზოგჯერ ბევრად უფრო დადებითად იყო წარმოდგენილი, ვიდრე ადგილობრივი, „აქაური“, ვერა და ვერ თავისუფლდება იმ მანკიერებისგან, რასაც ქსენოფობია - უცხოს შიში, განსხვავებულის მიუღებლობა და სიძულვილი - ჰქვია.
თბილისის თეატრალურ ფესტივალს, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა, ძალზე ორიგინალური სტრუქტურა აქვს: ფესტივალი საერთაშორისოა, მაგრამ იხსნება ქართული სპექტაკლებით; შემდეგ ეგრეთ წოდებული ”ქართული კვირა” სრულდება და საქართველოს დედაქალაქში უცხოური დასები ჩამოდიან.
ადამიანი, როცა რაღაც ძალიან კარგს უყურებს, არ შეიძლება უშნო იყოს! ჩემთვის, როგორც კინომცოდნისთვის, ყურება იმისა, თუ როგორ უყურებს ადამიანი, რაღაც აუხსნელი ნეტარებაა.
ჩამოტვირთე მეტი