მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან მე-18 და მე-19 საუკუნეების 19 დასახელების წიგნი (სულ 56 ტომი) დაიკარგა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ არავის აპატიებენ ე.წ. რარიტეტული წიგნების მოპარვას.
თბილისში 50 მოხალისე ჩამოვიდა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, პროგრამით - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" მოსწავლეებს ინგლისურ ენას შეასწავლიან.
”სამოქმედო გეგმის წარმატებულად განხორციელება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება ჩართული საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოება” - ამ შეფასებით მთავრდება საერთაშორისო ორგანიზაცია “ოქსფორდ ანალიტიკას” მიერ გამოქვეყნებული სტატია.
კავკასიური სახლი, რომელიც სოლოლაკში, ე.წ. სმირნოვების სახლად ცნობილ შენობაშია განთავსებული და უკვე ათ წელზე მეტია საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, შენობის გარეშე რჩება. პრეზიდენტის დადგენილებით, ამ შენობაში მხოლოდ სმირნოვების სახლ-მუზეუმი დარჩება, რომელსაც დღეს რამდენიმე ოთახი უჭირავს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ვადა 2011 წლის 14 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდა. მისი საქართველოში წარგზავნა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გადაწყდა, როცა მედვედევ-სარკოზის შეთანხმება გაფორმდა.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინტიტუტმა 2010 წლის ივლისის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. არჩევნები, საგარეო პოლიტიკა, სოციალური პრობლემები და დასაქმება - ეს გამოკითხული საკითხების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
20-28 ივლისს უკრაინა სრულიად მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილს მასპინძლობს. ვიზიტი იმით არის საინტერესო, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დიდი ხანია მსოფლიო მართლმადიდებლური და განსაკუთრებით რუსული ეკლესიის თავის ტკივილადაა ქცეული.
ზეწოლა სკოლის დირექტორზე, როგორც ის თავადაც აცხადებს, კარგა ხნის წინ დაიწყო - განათლების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა მას განათლების რეფორმის მოწინააღმდეგე და მინისტრის პირადი მტერი უწოდა.
19 ივლისს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია დაამტკიცა. კომისიის 47 წევრიდან მხოლოდ 3-მა წევრმა არ მისცა ხმა წარმოდგენილ პროექტს. საქართველოს კანმდებლობით კონსტიტუციის ახალ პროექტს პრეზიდენტს ხვალ გაუგზავნიან.
მიმდინარე კვირაში საქართველოს ერთბაშად ოთხი უცხოური დელეგაცია ეწვია. შესაბამისად, პრესის ყურადღებაც ამ ვიზიტების გაშუქებას დაეთმო. ამ კვირაშიც აქტუალური იყო მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის საკითხი. ვნახოთ კიდევ რა თემებზე შეაჩერა ამ კვირის ქართულმა პრესამ ყურადღება.
უცხოური ვიზიტებით დატვირთული კვირის ბოლო სამუშაო დღეს თბილისი უკრაინის საკმაოდ მრავალრიცხოვან დელეგაციას მასპინძლობს. უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო 16 ივლისს ეკონომიკისა და ფინანსური სფეროების პირველ პირებს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ზედიზედ აშშ-სა და ევროპის არაერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ესტუმრა და მსგავსი ვიზიტები კვლავ გრძელდება. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა - რატომ გახშირდა დიპლომატიურად შედარებით პასიურ პერიოდში ასეთი სტუმრობები?
საპარლამენტო ოპოზიციის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების შესახებ ახალ კანონპროექტზე დაიწყებს მუშაობას.
საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე პოლონეთის ახალი მთავრობის წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, თუმცა სიტყვა ოკუპაცია არ უხსენებია.
თბილისს ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია მიკაელ იენსენის ხელმძღვანელობით, რომელმაც ამ პოსტზე მათეას იორში შეცვალა.
9 ივლისს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდავეთის უფლებადამცველები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად იცავენ ადამიანის უფლებებს მათი ქვეყნების სასამართლოები და რატომ გახშირდა საჩივრების წარდგენა ევროსასამართლოში.
საერთო ეროვნული გამოცდები, რომელიც წელს მეექვსედ ტარდება, ფინალისკენ მიდის. წელს გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 36 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა, რომლებიც ერთმანეთს 33 ათას თავისუფალ ადგილს ეცილებიან. შეიცვალა თანადაფინანსების სისტემა.
სააპელაციო სასამართლო მუხროვანის ამბოხში ბრალდებული 21 სამხედრო პირის საჩივრის განხილვას იწყებს. სამ ყოფილ მაღალჩინოსან სამხედროს - კობა ოთანაძეს, ლევან ამირიძეს და შოთა გორგიაშვილს 29, 28 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
პოლიტიკური სპექტრი ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ ორ ნაწილად გაიყო. რა ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო მდივანმა ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ლიდერებისგან და რა შეიძლება იყოს რეალური შედეგი?
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავისი პირველი ვიზიტი საქართველოში ქალებთან შეხვედრით დაიწყო.
ჩამოტვირთე მეტი