ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შეხვედრის დაწყებამდე, პრაღის სასტუმრო „დიპლომატში“, რადიო თავისუფლებასთან რამდენიმე მწვავე პოლიტიკური შინაარსის განცხადება გააკეთა.
მოლდოვა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით ჩამოაშორა ხელისუფლებას პრეზიდენტი იგორ დოდონი.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტის პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში, საერთო აზრით, წარმატებული იყო, ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მისი გამოსვლის გარკვეული ფრაგმენტები იდენტური აღმოჩნდა იმისა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რამდენიმე დღით ადრე გაახმიანა.
როგორი იყო რეაქცია საქართველოში იმათგან, ვინც პანამის დოკუმენტებშია ნახსენები, ან, ზოგადად, საზოგადოებისგან? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ნინო ბაქრაძე, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტის" დამფუძნებელი.
პანამის დოკუმენტებში ნახსენებია აგრეთვე ასობით ბიზნესმენი და პოლიტიკოსი - მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი და მოქმედი 12 პოლიტიკური ლიდერი: ბიძინა ივანიშვილი, პეტრო პოროშენკო, ისლანდიის პრემიერ-მინისტრი ზიგმუნდურ დავიო გუნლაუგსონი.
ევროპარლამენტის არჩევნებში, რომელიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 16 მაისს დაიწყო, წამყვანი მედია მნიშვნელოვან წარმატებას პოპულისტებსა და მემარჯვენეებს უწინასწარმეტყველებს. რა პროგნოზებია დიდ ბრიტანეთში?
ევროპარლამენტის არჩევნების დროს ევროკავშირის შიგნით ვითარება საკმაოდ დაიძაბა. კორუფციული გარიგებით გამოწვეულ სკანდალს ავსტრიაში, ვენის კოალიციური მთავრობის დაშლა მოჰყვა. პარასკევს კი თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.
ბოლო დღეებში 374 მილიონამდე ამომრჩეველს მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო ევროპარლამენტის არჩევნებში - მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს დემოკრატიულ კენჭისყრაში, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში 5 წელიწადში ერთხელ იმართება.
პრაღის ცენტრში მდებარე შუა საუკუნეების გოთიკურ რატუშაში, „ნოვომესტსკე რადნიცეში“, 24-25 მაისს ე.წ. აუთენტური ღვინოების ფესტივალი გაიმართა, სახელწოდებით „პრაღა სვამს ღვინოს“. ფესტივალში პირველად მონაწილეობდნენ ქართველი მეღვინეები.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა სანქციებმა ჩინეთის გიგანტური სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei-ს მიმართ მოკლე დროში საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა სმარტფონების გაყიდვების მხრივ მსოფლიოს რეიტინგით ნომერ მეორე კომპანიას.
სომხეთის პრეზიდენტი სასამართლო სისტემის რადიკალურად შეცვლის მოწოდებით გამოვიდა ორშაბათს იმ ფონზე, როდესაც მისმა მომხრეებმა სასამართლოების ბლოკირება დაიწყეს ქვეყნის მთელი მასშტაბით.
ეს იყო საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა. სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ შეიტყო „პანამის დოკუმენტების“ შესახებ
ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი, 15 მაისს რუსეთში ჩავა, სადაც ვლადიმირ პუტინთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, სტარტს მისცემს ე.წ. „სოჭის დიალოგის“ დაწყებას.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ მალევე ახალ დამოუკიდებელ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოსა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიები.
ვისთვის ისტორიული მოვლენა და დიდებული დღე, ვისთვის - ერთ-ერთი შავი თარიღი მართლმადიდებლობის ისტორიაში. უკრაინის ეკლესიისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა უკრაინასა და მეზობელ რუსეთში.
კვირას, 12 მაისს, გადაცემა „პერსპექტივაში“ შემდეგ თემებზე გესაუბრებით: • პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივით გამართულ ე.წ. „ტომოს-ტურებს“ არჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხუმრობით „თერმოსი“ უწოდა. • როგორ აფასებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს ეკლესიის პოზიციას?
მოსკოვი არ აპირებს შეეგუოს უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსს და მზად არის დაუპირისპირდეს ყველა დამოუკიდებელ ეკლესიას, ვინც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს.
ჩამოტვირთე მეტი