პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
20 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა განრიგში “ტროტუარის საქმეებზე” 5 სხდომა იყო ჩანიშნული - სანამ და თუკი შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ საქმეებს არ შეიტანს დემონსტრანტების წინააღმდეგ, შეიძლება ითქვას, რომ “ტროტუარის პროცესების” პირველი ტალღა ამ დღეს დასრულდა.
“დემოგრაფიული პრობლემები დამახასიათებელია ბევრი სახელმწიფოსთვის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში.
მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ჯერ იუარა პარიზში მოულოდნელად მიღებული შეთავაზება ვენეციის ბიენალეზე მონაწილეობა ნაურუს სახელით მიეღო, მერე კი საკუთარი პირობები წამოაყენა: ნამუშევარს აფხაზეთის თემაზე შექმნიდა. კურატორები დათანხმდნენ.
ამ სტატიაში, ერთი მხრივ, შეგახედებთ ჟურნალისტების შიდა სამზარეულოში და გაჩვენებთ, რა გზას გავდივართ, სანამ ამბებს მოგიყვებით, მეორე მხრივ კი, აღვწერთ გარემოს, რომელშიც თითქმის სრულად არის ჩაკეტილი ინფორმაციის მიღებისა და გადამოწმების ტრადიციული გზები.
“ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კარი დღესაც გავაღეთ, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩვენთან ერთად პატივი მიაგოს წარმოშობით ქართველი ირანელებისა და სხვათა ხსოვნას, რომლებიც თავდასხმებსა და აგრესიას ემსხვერპლნენ”, - წერს 3 აპრილს ფეისბუკზე ირანის ელჩი საქართველოში, ალი სეიდ მოჯანი.
ილია მეორის გარდაცვალებიდან ორ თვეში საქართველოს ახალი პატრიარქი უნდა ჰყავდეს - ეკლესიის საჭეთმპყრობელს წმინდა სინოდი ირჩევს, მღვდელმთავართა ერთობა, რომელიც დღეს 39 ეპისკოპოსს აერთიანებს. მომავალი კათოლიკოსი ერთ-ერთი მათგანი იქნება.
“მე ახლა მაგათ წერილებიც მივწერე, თუ გინდათ დროზე გაინძერით, მე თურქები მყავს კლიენტები და ინდოელები და თუ იმათ სხვა ნახეს, აღარც თქვენი ნახშირი მინდა და არც არაფერი-მეთქი. ახლა მაგათზეა დამოკიდებული”, - ამბობს კომპანია "ჯორჯ ოილის" ქართველი ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში.
გიყვებით, როგორ ცდილობდა ირანი წლების განმავლობაში საქართველოში ფეხის მოკიდებას და ისლამური რესპუბლიკის მომხრეების რეკრუტირებას; დღეს "სახელმწიფო სრულად აკონტროლებს სიტუაციას, ფლობს და შესაბამისი პროტოკოლით ამუშავებს არსებულ ინფორმაციებს", - გვეუბნება სუსი.
მხოლოდ თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობების ფართობი ჯამში 180 000 კვადრატულ მეტრს აჭარბებს.
მივყვეთ თანმიმდევრულად:
აქ ილიას უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებსა და სხვა უძრავ ქონებაზე გიყვებით.
2026 წლის დასაწყისისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დასაქმების პლატფორმაზე 7 000-ზე მეტი მეზღვაური, 34 დამსაქმებელი და 0 ვაკანსიაა რეგისტრირებული. პლატფორმა გადავამოწმეთ ამ სტატიის გამოქვეყნებამდე, სადაც წაიკითხავთ, როგორ და რატომ ხვდებიან ქართველი მეზღვაურები "ჩრდილოვანი ფლოტის" გემებზე.
საქართველო ირანის მთავარ და გავლენიან ბიზნესპარტნიორად ვერ ჩაითვლება, თუმცა ბოლო 12 წელში ირანთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა, “ქართული ოცნება” კი ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა.
2025 წელს ამჯერად საპროტესტო ტრანსპარენტებით ვიხსენებთ. ამ ხელნაკეთ ბანერებზე ერთმანეთს ცვლის ბრაზი, ირონია, სასოწარკვეთა, იუმორი, შერცხვენის მცდელობები და რიტორიკული კითხვები.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გარდაბანში, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტში, სასწავლო წლის დასრულება რესტორან “გარდაბნის ბაღში” საზეიმოდ მორთულ ეზოში აღნიშნეს - წვეულებაზე კურსდამთავრებულები - ახალგაზრდა ქალები და კაცები ცალ-ცალკე სხედან.
“მე საქართველოში მხოლოდ კრიზისის დროს არ ჩამოვდივარ ხოლმე, სხვა ჟურნალისტებისგან განსხვავებით. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად საქართველოს სხვადასხვა კუთხის ადამიანების ცხოვრება მაინტერესებს და არა პოლიტიკური ამბები. ალბათ, ეს მენატრება ყველაზე მეტად”, - ფრანგი ჟურნალისტი კლემენტ ჟირარდო.
ამ სტატიაში წაიკითხავთ ქალების გამოცდილებებზე - როგორია წინასწარი დაკავების იზოლატორები, დაცული არიან თუ არა ქალები იქ ძალადობისგან ან შეურაცხმყოფელი მოპყრობისგან, შესაძლოა თუ არა რამდენიმედღიანი ან კვირიანი პატიმრობისას ჰიგიენის დაცვა და რა ხდება, თუკი ჯანმრთელობამ გიმტყუნა.
ეს არის პირველი ინტერვიუ მისი დაკავების შემდეგ. წერილობით გაგზავნილ კითხვებზე პასუხი ორ დღეში მივიღეთ: თაბახის 7 ფურცელზე დაწერილი ტექსტი, ოთხ ადგილას ღიმილის "ემოჯით" და კიდევ ერთ გვერდზე მისი საკნის, თავად რომ ოთახს უწოდებს, ილუსტრაციით.
ეს არის პირველი ინტერვიუ, რომელშიც ელენე ცაცუა საუბრობს მოსამართლე ძმასა და ოჯახის ღირსების დასაცავადაც წამოწყებულ პროტესტზე. ის ინტერვიუს ჩაწერის მომენტში საქართველოში არ ცხოვრობს, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში სადოქტორო კვლევაზე მუშაობს.
ჩამოტვირთე მეტი