პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.
11 დეკემბერის საღამოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის დათვლის პარალელურ სისტემაში ხარვეზი იპოვეს, რამაც შეცვალა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები.
გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება გრძელდება და როგორც გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატები ამბობენ, საქმის მასალები უკვე 30 ტომია.
1 დეკემბერს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში და უშიშროების საბჭოს მდივანი 2004-2005 წლებში, გელა ბეჟუაშვილი, პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხეს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე. ამ საქმის გამოძიების დაწყებისას გელა ბეჟუაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქმის ბრალდებულებს.
29 ნოემბერს თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალში 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა - ის კორონავისურით იყო ინფიცირებული და ჰქონდა ქრონიკული დაავადება, დიაბეტი. კლინიკაში ამბობენ, რომ როცა ის 24 ნოემბერს კოვიდსასტუმროდან მათთან მიიყვანეს, მდგომარეობა უკვე უიმედო იყო.
საქართველო 104 000 დოლარს, ანუ 350 000-მდე ლარს გადაიხდის 4000 ფლაკონ რემდესივირში. პრეპარატს შეიძენს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს.
30 ნოემბერს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების დაცვის მხარემ სასამართლოს დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა წარუდგინა იმის დასტურად, რომ მტკიცებულების სახით საქმეში არსებული მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკები კარტოგრაფიული და იურიდიული თვალსაზრისით გამოუსადეგარია.
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს, 26 ნოემბერს, დაიკითხა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, ძირითადად წარსულში გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო.
რელიგიური ლიტერატურა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინიციტივით პანდემიის დროს გამარტივებული შესყიდვით, ტენდერის გარეშე დაიბეჭდა, სახელმწიფოს 80 000 ლარამდე დაუჯდა;
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მზარდია და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანა ჯერაც ეპიდემიის აღმასვლის გზაზე დგას. მთავრობა მხოლოდ ფრაგმენტულ შეზღუდვებს აწესებს - ბიზნესი ამბობს, რომ მკაცრ ზომებს ეკონომიკა ვერ გადაიტანს. საზოგადოების და ექსპერტების აზრიც ორად იყოფა.
21 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე ორი კანდიდატი დახვდება ასარჩევად, თუმცა ოპოზიციის ყველა კანდიდატისთვის ამ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ფორმალობაა.
4 დეკემბერს “კარტოგრაფების საქმის” განხილვა სასამართლოში უნდა დაიწყოს. საგამოძიებო სტრუქტურები უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე აღარ ლაპარაკობენ - პროკურატურას ამ დრომდე გამოკითხული არ ჰყავს საქმის მნიშვნელოვანი მოწმეები.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტები და მოქალაქეები ინტერნეტში კოლექტიურად განიხილავენ ოქმებს, ოქმების ჩასწორებებს, დარღვეულ ბალანსს, მეტობას და ნაკლებობას საარჩევნო დოკუმენტაციაში.
21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია დანიშნული იმ 17 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად, სადაც 31 ოქტომბერს ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის ხმების მობილიზება. ამავე დღეს უნდა აირჩეს ქუთაისის მერიც.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველომ საჰაერო სივრცე გახსნა სომხეთში მიმავალი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის, რომლებსაც კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გადაჰყავს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ აკონკრეტებს, რამდენი ადამიანი დაჯარიმდა 9 ნოემბრის ღამეს მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვის დარღვევისთვის, რომელიც 10 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიციური პარტიები პროტესტს ქუჩაში გამოხატავენ - ხალხმრავალი დემონსტაციების პარალელურად იზრდება შიში, რომ აქციები ისედაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს
8 ნოემბერს ღამით, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სავარაუდოდ ცრემსადენი გაზი, ასევე რეზინის ხელკეტები გამოიყენა, დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.
ჩამოტვირთე მეტი