უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი თვლის, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა გადახედოს ხაზინის შესაძლებლობებს: „პარლამენტი უნდა იჯდეს და მუხლიდან მუხლში გადაჰქონდეს თანხები. აბსოლუტურად მინიმუმზე უნდა დაიყვანონ ყველა ადმინისტრაციული ხარჯი, მათ შორის - შესყიდვების ნაწილიც.
„თავიდანვე ძალიან ზუსტად და კარგად დაიცვეს წესები და ვფიქრობ, ეს არის მიზეზი“,- ეუბნება მხატვარი, ეთერ ჭკადუა რადიო თავისუფლებას ვიეტნამში COVID-19-ის გავრცელების შედარებით ნელი ტემპის ასახსნელად.
ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, სერგო ჩიხლაძე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ დროის სვლასთან ერთად საზოგადოება უნდა შეეგუოს იმას, რომ შეიძლება რამდენიმე დღეში აღარ იყოს აქტუალური ინფიცირების პირველწყაროს ძიება.
17 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ დროებით ჩერდება მოქალაქეების მიკროავტობუსებით, ე.წ. „სამარშრუტო ტაქსებით“ მომსახურება. მოგვიანებით თბილისის მერმა გამოაცხადა თბილისის ავტობუსებში მძღოლის ნაწილის იზოლირების შესახებ.
ახალი კორონავირუსის - COVID-19-ის გავრცელების კვალობაზე იზრდება ინფორმაციის ნაკადი. რიგ შემთხვევაში იმის გარჩევაც კი რთული ხდება - რა უფრო დიდი გამოწვევაა, მოზღვავებული ინფორმაციის „გადამუშავება“ თუ თავად კორონავირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული სტრესი. ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ჩვენს ეთერში:
„რონდელის ფონდის“ მკვლევარი ალექსანდრე კვახაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის (აზერბაიჯანელების რაოდენობა 300 ათასამდეა) შესახებ „არაფერი ვიცით“:
11 მარტს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის, ევრაზიის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ქვეკომიტეტში ჩატარდა მოსმენა, რომელიც შეეხებოდა კონფლიქტებს საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში.
11 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული ნაწილის განხორციელება.
სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია კანონთან კონფლიქტში მყოფი, დაზარალებული და მოწმე ბავშვების უფლებების დაცვის ხარისხი სასამართლო განხილვების პროცესში.
8 მარტის შეთანხმების შემდეგ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები განსხვავებულ ინტერპრეტაციას სთავაზობენ საზოგადოებას ე.წ. პოლიტპატიმრების საქმეების პერსპექტივაზე. გია გვილავა რადიო თავისუფლების ეთერში:
2020 წლის 1 მარტს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე, რომელზე მსჯელობასაც 5 მარტს შეუდგა თბილისის საქალაქო სასამართლო.
აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თვეზე მეტია შეუდგა მოვალეობის შესრულებას. მანამდე ის მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად. პირველი ინტერვიუ მან რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მისცა:
„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ დირექტორის მოადგილე, ქეთევან კრიალაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს სახელმწიფო შესყიდვებზე და თვლის, რომ ამ სფეროში სისტემური პრობლემებია:
ანა დოლიძე სათავეში უდგას კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული არაერთი სამოქალაქო ჯგუფი და უპირველეს ყოვლისა, „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“. რამდენიმე თვის წინ ანა დოლიძემ ელექტრონულ პლატფორმაზე ichange.gov.ge დაარეგისტრირა პეტიცია.
მოძრაობა „ჩვენი ხმის“ დამფუძნებელი, ნინი წულაძე რადიო თავისუფლების ეთერში ლაპარაკობს აზარტული თამაშების საწინააღმდეგო პეტიციაზე, რომელმაც გასულ წელს მიიღო საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რომ მთავრობისთვის სავალდებულო გამხდარიყო მასზე რეაგირება.
3 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „სმენის მსოფლიო დღეს“ აღნიშნავს - „არ მისცე უფლება სმენის დაკარგვას შეგზღუდოს შენ”, ასეთია წლევანდელი დევიზი. საქართველოში მოქმედი ფონდის - "აურესი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი, ეკატერინე თორთლაძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:
ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ჯანმრთელობის კვლევის კავშირის“ დირექტორი, მაია ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია დღეს ახალი კორონავირუსის შემდგომი გავრცელების დინამიკის განსაზღვრა, თუმცა, რადიო თავისუფლების ეთერში ის რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამს.
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით 27 თებერვლის საღამოდან ჩაიკეტა ოკუპირებული ტერიტორიის საქართველოს დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი ბოლო, პერევი-სინაგურის გამშვები პუნქტი. დე ფაქტო ხელისუფლება ჩაკეტვის მიზეზად ადგილობრივ მედიაში ასახელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს
ბოლო დღეებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის არმისვლის ფაქტს. პარლამენტის ოფიციალურ საიტზე ამ ამბის შესახებ ვკითხულობთ:
ჩამოტვირთე მეტი