14 დეკემბერს უკრაინაში პრესკონფერენცია გამართეს წინა დღეს ბელარუსში გათავისუფლებულმა პოლიტიკურმა პატიმრებმა.
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, ირაკლი ჩომახაშვილი და ირაკლი ყანდაშვილი.
პროევროპული აქციის მონაწილეები, რომლებიც წელიწადზე მეტია რუსთაველის გამზირზე, ყოველდღე მართავენ საპროტესტო აქციებს, 14 დეკემბერს შეუერთდნენ გლობალურ აქციას STOP HUMAN SAFARI / SAVE KHERSON.
14 დეკემბერს ბერლინში გაიმართა უკრაინის და აშშ-ის დელეგაციათა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა.
უკრაინაში ასიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა, რუსეთის მხრიდან ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ. ამ შინაარსის განცხადება კვირას დილით გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიდნეიში, ხანუქის დღესასწაულის აღნიშვნისას, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 14 დეკემბერს ჩავიდნენ ბერლინში, სადაც, გავრცელებული მოლოდინით, გაიმართება მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე.
„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ ახალ თავმჯდომარესა და მმართველი ორგანოების წევრებს ირჩევს.
14 დეკემბრის ღამეს დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ურუპინსკში მდებარე ნავთობის საწყობს - იუწყება გუბერნატორი ანდრეი ბოჩაროვი. მისი თქმით, ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და დაზარალებულები არ არიან.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეოთხე წელს, ლვოვი რთული რეალობის წინაშე დგას, ქალაქს აღარ ჰყოფნის ადგილი ომში დაღუპული უკრაინელი სამხედროების დასაკრძალად.
გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ბრალდებული ხუთი პირი დააკავეს.
მრავალათასიანი აქცია გაიმართა ბუდაპეშტში, არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში, ბავშვებზე ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროების შემდეგ.
ჩამოტვირთე მეტი