მრავალათასიანი აქცია გაიმართა ბუდაპეშტში, არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში, ბავშვებზე ძალადობის ამსახველი კადრების გასაჯაროების შემდეგ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 19 დეკემბერს დატოვებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) ცნობით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ (IS) წევრმა ორი ამერიკელი სამხედრო და ამერიკის მოქალაქე, სამოქალაქო თარჯიმანი მოკლა.
აშშ-ის როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე ორი სტუდენტი დაიღუპა. დაშავდა ცხრა ადამიანი.
14 დეკემბერს ბერლინში აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლები სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში შეხვდებიან ერთმანეთს.
პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ბერლინში დანიშნულ მოლაპარაკებებში, რომლებიც შეეხება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას.
ამერიკის შეერთებული შტატები აუქმებს ბელარუსის კალიუმისთვის დაწესებულ სანქციებს - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელი, ჯონ კოული, ბელარუსის ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მინსკში შეხვედრის შემდეგ.
ბელარუსში გაათავისუფლეს ოპოზიციონერი მარია კოლესნიკავა და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიქტარ ბაბარიკა.
ქარტიის პრიზი 2025 ასე განაწილდა:
ჩამოტვირთე მეტი