სადავო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ სანქცია დაუწესეს. „იმედის“ ეთერში მას არ დაუკონკრეტებია, რომელმა ქვეყანამ გამოიყენა მის წინააღმდეგ სანქცია, თუმცა თქვა, რომ ეს უკავშირდება პოლიტიკაში მის გადაწყვეტილებებს.