მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად სახალხო დამცველის ერთ-ერთი კანდიდატის, ნინა ხატისკაცის მეუღლე, კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი დაინიშნა. გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 ნოემბერს მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის, გოჩა ხორგუანის განცხადებით, საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ ყოფილ გამგებელს, ილია ჯაფარიძეს, უნდობლობა გამოუცხადა და მხარი დაუჭირა კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანის კანდიდატურას, რადგან, ის ღირსეული ადამიანია და კარგად იცნობს მოქალაქეთა პრობლემებს.