„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) „გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან“ (UN Women) ერთად დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ქალთა პრობლემების უკეთ გაშუქების ხელშეწყობა და მათი უფლებების ადვოკატირება. ეს პროექტი გორში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში, ახალგაზრდა დევნილ ქალებს გააცნეს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი ჟურნალისტებს ესაუბრნენ იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები დევნილი ქალები აწყდებიან.