”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტობის კანდიდატია - განცხადება ამის შესახებ მან საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სოფელ დიცში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი, 24 წლის როსტომ სოსიაშვილი - იმ ადგილას, სადაც რამდენიმე დღის წინ "საზღვრის" გადმოწევა დაიწყეს.
ქართული მხარის პროტესტისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიუხედავად, რუსეთი განაგრძობს მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო სასაზღვრო ხაზზე.
სოსიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს.
პაკისტანში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა თავდასხმისას, რომელიც შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელდა. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ინფორმაციით, მოკლულია ვალი ურ რეჰმან მეჰსუდი - რანგით მეორე პირი პაკისტანში მოქმედი თალიბანის ხელმძღვანელობაში.
ჟან კლოდ მინიონის მიერ თბილისში გამართული შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პრობლემა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი.
ხათუნა ოჩიაური, თავისი პოლიტიკური გუნდის სახელით, მთავარი პროკურატურისგან 26 მაისის მოვლენების სრულყოფილ და კომპლექსურ გამოძიებას მოითხოვს.
29 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლელა გულედანი, დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის ხელმძღვანელი.
მთავარმა პროკურატურამ დასრულებულად გამოაცხადა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებში შს-თა იმჟამინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მონაწილეობის ეპიზოდის გამოძიება.
ევროკავშირმა გადაწყვიტა, გააუქმოს სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე მოქმედი ემბარგო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ საპარლამენტო კომიტეტს წარუდგინა 2012 წლის ანგარიში.
ჩამოტვირთე მეტი