პაკისტანში თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი დაიღუპა თავდასხმისას, რომელიც შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელდა. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ინფორმაციით, მოკლულია ვალი ურ რეჰმან მეჰსუდი - რანგით მეორე პირი პაკისტანში მოქმედი თალიბანის ხელმძღვანელობაში.
ჟან კლოდ მინიონის მიერ თბილისში გამართული შეხვედრების ერთ-ერთ მთავარ აქცენტს წარმოადგენდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პრობლემა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი.
ხათუნა ოჩიაური, თავისი პოლიტიკური გუნდის სახელით, მთავარი პროკურატურისგან 26 მაისის მოვლენების სრულყოფილ და კომპლექსურ გამოძიებას მოითხოვს.
29 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ლელა გულედანი, დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიციის ხელმძღვანელი.
მთავარმა პროკურატურამ დასრულებულად გამოაცხადა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებში შს-თა იმჟამინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მონაწილეობის ეპიზოდის გამოძიება.
ევროკავშირმა გადაწყვიტა, გააუქმოს სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებაზე მოქმედი ემბარგო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ საპარლამენტო კომიტეტს წარუდგინა 2012 წლის ანგარიში.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა. საქმე შეეხება 2011 წლის 26 მაისის ეპიზოდს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების გამო.
მერაბ მიდოდაშვილს რუსმა მესაზღვრეებმა სოფლის სასაფლაოზე დედის გვერდით მამის დასაფლავების უფლება არ მისცეს.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, პარიზში კი შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები შეიკრიბნენ იმაზე მოსალაპარაკებლად, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ, რათა ბოლო მოეღოს სისხლისმღვრელ დაპირისპირებას ამ ქვეყანაში.
ჩამოტვირთე მეტი