უკრაინიდან ვიქტორ იანუკოვიჩმა გაქცევა მოასწრო, მაგრამ არ დასცალდა გაენადგურებინა უამრავი დოკუმენტი, მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ქაღალდი, რომლებიც უპირატესად მის ეკონომიკურ, საფინანსო საქმიანობას ასახავს.
უკრაინის ტერიტორიაზე ყველაზე დაძაბული მდგომარეობა ყირიმის ავტონომიის დედაქალაქ სიმფეროპოლშია, სადაც მრავალათასიანი მიტინგი გრძელდება.
ბრიუსელი მასპინძლობს ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თავყრილობას, რომელზეც ასევე მიწვეული არიან თავდაცვის უწყებათა პირველი პირები ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიდან.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მეორე კონფერენციამ გორში ხმაურის ფონზე ჩაიარა. გორის თეატრის ეზოში შეკრებილი პარტიის წევრების ნაწილი შიდა საკადრო პოლიტიკის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა.
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეტრინ ეშტონი მოუწოდებს რუსეთს კეთილი მეზობელივით მოექცეს უკრაინას და ხელი არ შეუშალოს მას არჩეული გზით სიარულში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ცენტრალურ მოვლენად იქცა 20-წუთიანი შეხვედრა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.
უკრაინის კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის არ არის. ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება ეკონომიკური დახმარება და დასავლეთიდან აქვს მისი მიღების იმედი.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში თამაზ მისაბიშვილის მიწის ნაკვეთის ნახევარი მავთულხლართებს მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კოალიციად გაერთიანების თაობაზე კონსულტაციებს მართავს. პარლამენტის გარეთ დარჩენილი პარტიების ნაწილი ამგვარ გაერთიანებას არ ემხრობა.
25 თებერვალს თბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის თავზე აღმართული სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები ორშაბათს თეთრ სახლში მიიღო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. შეხვედრას პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც შეუერთდა.
ჩამოტვირთე მეტი